„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.017341
175
10/07/2013
ვებგვერდი, 11/07/2013
200250000.10.003.017341
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირო­ბებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დად­გე­ნილებით (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 200250000.10.003.016171) დამ­ტკი­ცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი ნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდე­ნობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბა­მისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ევროს ოდენობით, არაუმეტეს 500 000 ევროს ოდენობისა.“;

 ბ) მე-3 პნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წე­ლ­ზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის გან­მავლობაში.“;

გ) მე-5 პნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების და­მა­დასტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმე­ტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნ­და იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსა­ხუ­რი ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო და­მოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.“.

3მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაზღვევის პოლისი:

ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მი­სამართი;

ა.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

ა.დ) დაზღვევის ობიექტი;

ა.ე) სადაზღვევო თანხა;

ა.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

ა.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

 ა.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალ­დებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გა­რე­შე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თა­ნ­ხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) რომელსაც, ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) განიხილავს სამსახური, ამ ინ­სტრუქ­ციით განსაზღვრულ მოთხოვ­ნებთან შესაბამისობის დად­გენის მიზნით;

ბ.ბ) დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენისას, სამსახური ახ­დენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწ­მებულ ასლს გადასცემს ორ­განიზატორს.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარან­ტია, გარანტიის შესრულების (რეალი­ზაციის) მოთხოვნას ან გარანტიი­დან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორ­ციელებს სამსა­ხური.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდე­ბულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შე­წყვე­ტის) მოთხოვნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი