„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016945
  • Word
272
20/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
200250000.10.003.016945
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №272

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011 , 200250000.10.003.016171) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში – თზ) შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეობის განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ის შექმნის პირობებსა და ფუნქციონირების წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში არსებული საქონლის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის (შემდგომში – საბაჟო კონტროლი) ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესებს, თზ-ში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის წესებს, საქონლის მიღების ჟურნალისა და საქონლის გაცემის ჟურნალის ფორმებს (შემდგომში – ჟურნალები), მათი შევსებისა და შენახვის წესებს, მოთავსებული საქონლის აღრიცხვისათვის ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებულ თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლს.“.

4. მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულოა თზ- გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუალოდ ზღვის, მდინარის, ჭაობის, კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას, ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 ეტრი სიგანისა და სიღრმის თხრილი. ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და   ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონტროლის ზონა – „Customs Control Zone“; ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს მანათობელისაღებავის გამოყენებით.

2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.

3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (თზ-ის ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები – საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ.  განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;

გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება, აგრეთვე, სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;

დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ე) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;

ვ) საბაჟო დეკლარაციის, აღრიცხვის მოწმობის შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;

ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;

თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი, თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყობას;

ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება აქვს სამსახურს.“.

5. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიიდან, აუცილებელია წარდგენილ იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების, აგრეთვე, სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.“.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილებისა და დამატებების მიღების, საბაჟო გამშვები პუნქტების შექმნის, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომზადების ვადას.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეალიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, აგრეთვე, სამსახურს – თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების თხოვნით.

3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება: თზ-ში შესატანი ან/და თზ-დან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილები; სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან თზ-ში ან პირიქით გადაადგილების წესი; თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი.

4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ნებისმიერი ღონისძიება თზ-ის მთელ ტერიტორიაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზატორის მიერ თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქემით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონლის (მათ შორის, ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურება.“.

8. მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები“.

9. 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის შემოწმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

10. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25

თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.

    მუხლი 26

საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში „ASYCUDA“ (შემდგომში – სისტემა) გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მეშვეობით, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ან საკუთარი ინიციატივით.“.

11. 27-ე მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რისკის კრიტერიუმი – წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და გამოიყენება რისკის აღმოსაფხვრელად;

დ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) – საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;

ე) შეტყობინება – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში;“.

12. 29-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მწვანე დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის გაშვებას დეკლარაციაზე თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) ყვითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

გ)  წითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციის, თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას;

დ) ლურჯი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.

2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სისტემის მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალიერებისათვის განკუთვნილი საბაჟო დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.

3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის საბაჟო დეკლარაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისათვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალიერებისათვის განკუთვნილი საბაჟო დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება სისტემის მეშვეობით.“;

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს მოხელე შეტყობინებას იღებს ელექტრონულად.

6. სისტემის მეშვეობით საბაჟო დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების შემოწმება, საქონლის დათვალიერება, აგრეთვე დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმება.

7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულ სისტემაში საგადასახადო ორგანოს მოხელის მიერ. სისტემაში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

13. 30-ე და 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30

საქონლის დათვალიერება ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 31

იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის გარდა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ  საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.“.

14. 36-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მე-3 სვეტში მიეთითება იმ დოკუმენტების დასახელება, რომელთა საფუძველზეც ხდება საქონლის მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისდა გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. რაიმე მიზეზით გასული საქონლის ან მისი ნაწილის მობრუნების დროს ამ სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაწეროს იმ დოკუმენტის დასახელება, რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის გატანა, საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება და რაოდენობა, ხოლო ამ უჯრის გასწვრივ შენიშვნის (მე-10) სვეტის უჯრაში უნდა მითითოს საქონლის უკან დაბრუნება;“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3  სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენტაციის დასახელება, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის გატანა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანის დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც მიღებულ საქონელს იყენებენ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, როგორც ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგნაწილებს და ტარას, მათი გამოყენებისთანავე უნდა უზრუნველყონ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის ყველა სვეტის შესაბამის უჯრებში იმ ოპერაციის ასახვა, რომლის მიხედვით ხდება საქონლის ნაშთების  შემცირება. ამასთან, მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილია ასეთი ოპერაციის გაფორმებისათვის (მაგალითად, ნედლეულისა და მასალების ჩამოწერის აქტი), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ, „შენიშვნისსვეტში უნდა ჩაიწეროს განხორციელებული ოპერაციის დასახელება და თარიღი, საქონლის დასახელება, რომელშიც გამოყენებულ იქნა სხვა საქონელი და მისი რაოდენობრივი მახასიათებლები;“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           . მერაბიშვილი