,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 210211, 21/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016238
  • Word
78
15/02/2011
ვებგვერდი, 210211, 21/02/2011
200250000.10.003.016238
,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 78

2011 წლის 15 თებერვალი

. თბილისი

თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის 11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის 11 დადგენილებით (ვებ-პორტალი, 12/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 34-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დროის შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული და დახურული ყველა ჟურნალი მათი დახურვიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს თზ-ის ტერიტორიაზე ზონის საწარმოში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი საგადასახადო ორგანოსათვის.

7. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით და/ან სურვილი აქვთ გამოიყენონ კომპიუტერი ჟურნალების წარმოებისათვის, ჟურნალების წარმოება უნდა განახორციელონ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმების მეშვეობით, რომლის ჩატვირთვას გადამხდელის კომპიუტერში უზრუნველყოფს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი. ამასთან, ზონის ასეთ საწარმოს კომპიუტერი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით აწარმოოს ჟურნალები ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან მიწოდება. ასეთ ფორმებში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირება ბლოკირებულია. შეცდომით შეტანილი მონაცემის გასწორების შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ველში „შენიშვნა“. ასეთი გადამხდელები ვალდებული არიან, რომ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყონ კომპიუტერულ ფორმებში შესაბამისი მონაცემების შეტანა და შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მოთხოვნის შემთხვევაში – ამობეჭდვა, ხელმოწერით დამოწმება და მისთვის გადაცემა..

2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35

1. საქონლის მიღების ჟურნალი (დანართი 1) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ და საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი.

2. საქონლის გაცემის ჟურნალი (დანართი 2) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერილ და საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი.

3. ჟურნალები შეძენილ ან დამზადებულ უნდა იქნეს ზონის საწარმოს მიერ. ზონის საწარმო ვალდებულია, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით აკინძული და ზონარგაყრილი, გვერდებდანომრილი და თავსართზე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ჟურნალ(ებ)ი დასამოწმებლად მიიტანოს შესაბამის საგადასახადო ორგანოში.

4. თუ ჟურნალი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, საგადასახადო ორგანოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს მისი დამოწმება თავისი ხელმოწერითა და საგადასახადო ორგანოს ბეჭდით. ჟურნალების დამოწმებისათვის აუცილებელია, რომ შევსებული იყოს ჟურნალის თავსართის ყველა რეკვიზიტი. დამოწმება წარმოებს ჟურნალის უკანა ყდის გარე გვერდზე ზონრის ბოლოების გადაბმის (კვანძის) ადგილას დაწებებულ კვადრატული ფორმის სუფთა ფურცელზე, რომელიც მთლიანად ფარავს კვანძის ბოლოებს და მჭიდროდ ეკვრის უკანა ყდას. დამოწმებისას ფურცელზე უნდა მიეთითოს შესაბამისი თარიღი. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება ზონის საწარმოს. საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება თითოეული ჟურნალის რეგისტრაცია და მას ენიჭება ცალკე ნომერი..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              . გილაური