ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23(30), 21/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.001.000.575
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2069
09/06/1999
სსმ, 23(30), 21/07/1999
010.280.000.05.001.000.575
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/02/2014 - 31/10/2018)

საქართველოს კანონი

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის საფუძველს, ფორმასა და წესს.

საქართველოს 200 4   წლის  6 მაისი ს კანონი № 36   - სსმ I, №  10   06.05. 200 4 წ., მუხ. 40  

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. იმავე ნორმატიული აქტით განისაზღვრება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
 

თავი II. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების და მისი დათხოვნის საფუძვლები

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 201 4  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 201 4  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 61. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერება ან მისი დათხოვნა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ორგანო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

4. ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 200 4   წლის  6 მაისი ს კანონი № 36   - სსმ I, №  10 06.05. 200 4 წ., მუხ.  40

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.  
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

 

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
 

თავი IV. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი

№2069-IIს