დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1235-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010280000.05.001.017151 |
|
მუხლი 1. „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23(30), 1999 წელი, მუხ. 106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან კანონით დადგენილი წესით აურჩევლობის შემთხვევაში.“. 2. მე-4−მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში 1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ. 3. საკრებულოს დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის თანხმობით იღებს დადგენილებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. მუხლი 5. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველია საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შემდეგ შემთხვევებში: ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა; ბ) საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 2. საქართველოს პარლამენტის თანხმობით და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. მუხლი 6. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს აურჩევლობის ან საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტით შემცირების შემთხვევაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, თუ ხელახალი არჩევნების შედეგად საკრებულოში არჩეულ იქნა მის წევრთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლები, ან საკრებულოს მანდატების ნახევარზე მეტი გაუქმდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობის საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის თანხმობით იღებს დადგენილებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.“. 3. 61 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს მისი საქმიანობა ან დაითხოვოს იგი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ორგანო.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება 1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი (მერი). 2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და ასრულებს იმავე კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს. ამ თანამდებობის პირის დამატებითი უფლებამოსილებები განისაზღვრება სათანადო დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1235-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები