დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2069 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23(30), 21/07/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.280.000.05.001.000.575 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (06/05/2004 - 11/07/2007)
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმებსა და წესს.
საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40
მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება
1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან საქართველოს კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობის შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას.
2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრაძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნისას;
ბ) საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას;
გ) კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობისას.
მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.
1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.
მუხლი 5. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში
1. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია საკრებულოს ქმედუუნარობა – განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
2. საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;
ბ) საკრებულომ (სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის) ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
გ) საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორ თვეში საკრებულომ არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. საქართველოს პარლამენტის თანხმობით და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.
მუხლი 6. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს აურჩევლობის შემთხვევაში
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ხელახალი არჩევნების შედეგად საკრებულოში არჩეულ იქნა მის წევრთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლები, აგრეთვე, თუ „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის” შესაბამისად თემის გაყოფისას ან თემიდან გამოყოფისას საკრებულოს წევრთა რაოდენობა კანონით დადგენილი წევრთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლებია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას შესატყვის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმრთველობის შემოღების შესახებ.
მუხლი 61. ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება
1. ამ კანონით გათვალისწინებული დებულებები პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისა და მოქმედების შესახებ მათი შინაარსის გათვალისწინებით აგრეთვე მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შემთხვევაში.
2. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს მისი საქმიანობა ან დაითხოვოს იგი და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორგანო.
საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40
თავი III პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმები და წესი
მუხლი 7. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას რაიონში შემავალ სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი.
2. რაიონსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი).
3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ასრულებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ამ პირის დამატებით უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სათანადო დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი
№2069-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები