ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

  • Word
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23(30), 21/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.001.000.575
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2069
09/06/1999
სსმ, 23(30), 21/07/1999
010.280.000.05.001.000.575
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/07/2007 - 28/12/2009)

საქართველოს კანონი

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის �ი� ქვეპუნქტისა და �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმებსა და წესს.

საქართველოს 200 4 � წლის 6 მაისი ს კანონი № 36 �- სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან საქართველოს კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობის შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას.

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრაძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

��� მუხლი 2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნისას;

ბ) საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას;

გ) კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობისას.

��� მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.

თავი II

�ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები

��� მუხლი 4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში

1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის �ი� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.

��� მუხლი 5. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში

1. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია საკრებულოს ქმედუუნარობა � განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები.

2. საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

ბ) საკრებულომ (სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის) ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

გ) საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორ თვეში საკრებულომ არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. საქართველოს პარლამენტის თანხმობით და სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.

საქართველოს 200 7 � წლის 11 ივლისი ს კანონი № 5247 �- სსმ I, № 29 , 27.07. 200 7 წ., მუხ. 310

��� მუხლი 6. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს აურჩევლობის ან საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტით შემცირების შემთხვევებში

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� შესაბამისად, თუ ხელახალი არჩევნების შედეგად საკრებულოში არჩეულ იქნა მის წევრთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლები, ან საკრებულოს მანდატების ნახევარზე მეტი გაუქმდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობის საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.

საქართველოს 200 7 � წლის 11 ივლისი ს კანონი № 5247 �- სსმ I, № 29 , 27.07. 200 7 წ., მუხ. 310

��� მუხლი 61. ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება

1. ამ კანონით გათვალისწინებული დებულებები პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისა და მოქმედების შესახებ მათი შინაარსის გათვალისწინებით აგრეთვე მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შემთხვევაში.

2. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს მისი საქმიანობა ან დაითხოვოს იგი და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორგანო.

საქართველოს 200 4 � წლის 6 მაისი ს კანონი № 36 �- სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40

 

თავი III

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმები და წესი

��� მუხლი 7. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება

1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას რაიონში შემავალ სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი.

2. რაიონსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი).

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ასრულებს �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ამ პირის დამატებით უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სათანადო დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში � აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

თავი IV

დასკვნითი დებულება

��� მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი

№2069-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2004 �წლის 6 მაისის კანონი №36 �- სსმ I, №10, 06.05.2004 წ., მუხ.40

2. საქართველოს 2007 �წლის 11 ივლისის კანონი №5247 �- სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.310