დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3620-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010280000.05.001.019213 |
|
„ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23(30), 1999 წელი, მუხ. 106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველს, ფორმასა და წესს.“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.“. 4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლები“. 5. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში 1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. საქართველოს პრეზიდენტის იმავე სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დროებითი სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3620-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები