ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23(30), 21/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.001.000.575
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2069
09/06/1999
სსმ, 23(30), 21/07/1999
010.280.000.05.001.000.575
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველს, ფორმასა და წესს. 

საქართველოს 200 4   წლის  6 მაისი ს კანონი № 36   - სსმ I, №  10   06.05. 200 4 წ., მუხ. 40  

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3620  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
 
თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება 

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3620  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

   მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა 

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3620  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი  II. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლები 

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3620  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.  

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 201 4  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 201 4  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. საქართველოს პრეზიდენტის იმავე სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დროებითი სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

საქართველოს 200 4   წლის  6 მაისი ს კანონი № 36   - სსმ I, №  10 06.05. 200 4 წ., მუხ.  40

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.  

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1235  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
 
თავი IV. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი

№2069-IIს