საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ

  • Word
საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
671
17/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
040.110.030.05.002.000.
საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/1997 - 22/09/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 671

1997 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ

სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართულისაპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი“.

. შევარდნაძე

საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი

1. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი შემუშავებულიასახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერსაქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 1997 წლის 14 ივლისის №363 ბრძანებულების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებსაქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 18 ივლისის №79- ბრძანებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 17 ივლისის ერთობლივი დადგენილებით დამტკიცებულისაპრივატიზებო საწარმოების (ობიექტების) ღირებულების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებანისმოთხოვნათა შესაბამისად.

ამასთან, 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოიყენება 1998 წლის 1 იანვრიდან, ხოლო იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1998 წლის 1 იანვრამდე, რჩება უცვლელი. 1998 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე.

ელექტროსადგურების ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების პრივატიზებისას გასაყიდი ფასი დგინდებაელექტროენერგეტიკული სექტორის პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 დეკემბრის №828 ბრძანებულების შესაბამისად.

3. სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების დროს ქონების გასაყიდი ფასი დგინდება საკონკურსო საწყისებზე.

4. თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ორჯერ გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი მცირდება 50 პროცენტით.

5. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება:

) სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი იმ აქციების სპეციალიზებული აუქციონის ნულოვანი საწყისი ფასით გამართვის შესახებ, რომელთა პრივატიზება აუქციონზე არ განხორციელდა 50 პროცენტის ფასდაკლებით;

) ზარალიანი და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე მსხვილი საწარმოების კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური ფასით პრივატიზების შესახებ სათანადო ბიზნესგეგმის (საინვესტიციო პროგრამის) წარმოდგენის პირობით.

6. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის დადგენისათვის საწარმოში (ორგანიზაციაში) იქმნება შესაბამისი საპრივატიზებო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შეფასების დოკუმენტაციის სისწორისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ქმნის საპრივატიზებო კომისიას 3-5 წევრისაგან. საჭიროების მიხედვით კომისიაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სათანადო სპეციალისტები და ექსპერტები ცალკეული დარგის მიხედვით.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებასაპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს“.