დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 468 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 26/10/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/10/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №468
2004 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის გან-საზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და გან-კარგულებების კრებული №22, 1997 წელი, მუხ. 51) დამტკიცებულ საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 18 ივლისის №79-ს ბრძანებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 17 ივლისის ერთობლივი დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზებო საწარმოების (ობიექტების) ღირებულების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებანის“ მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოიყენება 1998 წლის 1 იანვრიდან, ხოლო იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1998 წლის 1 იანვრამდე, რჩება უცვლელი. 1998 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო ქონების (მოძრავი და უძრავი ნივთის) პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად;
ბ) ზარალიან საწარმოებში და/ან ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა და აქციის პრივატიზებისას საწყისი გასაყიდი ფასი განსაზღვროს ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“;
გ) ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის დადგენისათვის საწარმოში (ორგანიზაციაში) იქმნება შესაბამისი საპრივატიზებო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შეფასების დოკუმენტაციის სისწორისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ქმნის საპრივატიზებო კომისიას 3-5 წევრისაგან. საჭიროებისამებრ, კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნენ ცალკეული დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.“
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები