დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 671 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 17/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/11/1997 - 22/09/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №671
1997 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი“.
ე. შევარდნაძე
საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი
1. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 1997 წლის 14 ივლისის №363 ბრძანებულების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 18 ივლისის №79-ს ბრძანებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 17 ივლისის ერთობლივი დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზებო საწარმოების (ობიექტების) ღირებულების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებანის“ მოთხოვნათა შესაბამისად.
ამასთან, 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოიყენება 1998 წლის 1 იანვრიდან, ხოლო იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1998 წლის 1 იანვრამდე, რჩება უცვლელი. 1998 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე.
ელექტროსადგურების ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების პრივატიზებისას გასაყიდი ფასი დგინდება „ელექტროენერგეტიკული სექტორის პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 დეკემბრის №828 ბრძანებულების შესაბამისად.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების დროს ქონების გასაყიდი ფასი დგინდება საკონკურსო საწყისებზე.
4. თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ორჯერ გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი მცირდება 50 პროცენტით.
5. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი იმ აქციების სპეციალიზებული აუქციონის ნულოვანი საწყისი ფასით გამართვის შესახებ, რომელთა პრივატიზება აუქციონზე არ განხორციელდა 50 პროცენტის ფასდაკლებით;
ბ) ზარალიანი და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე მსხვილი საწარმოების კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური ფასით პრივატიზების შესახებ სათანადო ბიზნესგეგმის (საინვესტიციო პროგრამის) წარმოდგენის პირობით.
6. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის დადგენისათვის საწარმოში (ორგანიზაციაში) იქმნება შესაბამისი საპრივატიზებო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შეფასების დოკუმენტაციის სისწორისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ქმნის საპრივატიზებო კომისიას 3-5 წევრისაგან. საჭიროების მიხედვით კომისიაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სათანადო სპეციალისტები და ექსპერტები ცალკეული დარგის მიხედვით.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს“.
დოკუმენტის კომენტარები