დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 31/01/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 31/01/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №42
2008 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, №22, 1997 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“;
ბ) ბრძანებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესი.“;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესი“;
გ.ბ) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა ხორციელდება ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, როდესაც ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ან ქონებას არ გააჩნია ნარჩენი საბალანსო ღირებულება, მისი რეალური ღირებულების დადგენა ხორციელდება დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი, ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასი.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო ქონების (მოძრავი და უძრავი ნივთის) პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ, ნორმატიულ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა და აქციების პრივატიზებისას საპრივატიზებო საწყისი ფასი განსაზღვროს აქციების, წილის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“;
გ.გ) ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
5. 31.01.08 #42, ÓÓÌ #16, ÌÖá.193
დოკუმენტის კომენტარები