„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
39
18/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №39

2010 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის          17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №22, მუხ. 51) დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა ხორციელდება ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი, ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასის გან-საზღვრისას მხედველობაში მიიღება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი