ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 27/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.034.009493
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1244
24/10/2006
სსმ, 145, 27/10/2006
020080000.22.034.009493
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/10/2006 - 29/03/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.22.034.009.493

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1244–№278/ნ

2006 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვა­თა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის, 116-ე, 117-ე და 236-ე მუხლების, „ნარკოტიკული საშუა­ლებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრე­კურ­სორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“ და თანდართული დანართები (№1, №2, №3).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემ­ბრიდან.

ი. მერაბიშვილი

ვ. ჭიპაშვილი

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალის­წინებულ შემთხვევებში:

ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული სა­შუა­ლების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამარ­თლებრივ მექანიზმებს;

ბ) ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრა­ლის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­ღვე­ვათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრო­­ფი­ლაქტიკა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინ­ტერესების დაცვა.

3. ამ წესით გათვალისწინებულ სამართალდარღვე­ვებს ტესტირებით – ლაბორატორიული ან/და კლინიკუ­რი გამოკვლევის გზით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლება­მოსილი პირი.

    მუხლი 2. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი

1. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის გზით.

2. პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ­თალ­­დარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალის­წინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვე­ვაში, თუ ტესტირებით – ლაბორატორიული გამოკვლე­ვით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუა­ლების მოხმარების ფაქტი.

3. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრე­ბის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამო­სილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამარ­თალ­­­დარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკუ­ლი საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები.

    მუხლი 3. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ სატრანსპორტო საშუა­ლებას მართავს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტრო­პული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, პოლი­ციელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემ­თხვევაში უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსა­ხურ­ში.

3. ლაბორატორიული გამოკვლევის გზით, მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართვე­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა­თა კოდექ­სის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებ­ლობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ მძღოლი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, მაშინ მას დამატებით ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევა.

5. მძღოლს საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ­თალ­დარ­ღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალის­წინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვე­ვაში, თუ კლინიკური გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.

    მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების მართვიდან მძღოლის ჩამოშორების წესი

1. პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარე­ბული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპუ­ლი საშუალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება სამართავად შეიძლება გადაეცეს:

ა) ამავე სატრანსპორტო საშუალებაში ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;

ბ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის ფხიზელ მდგომარეო­ბაში მყოფ ახლობელს, რომელსაც გააჩნია სატრან­სპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული ან/და ფსიქოტრო­პული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგო­რიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრა­ციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

    მუხლი 5. გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები

1. პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძ­ველი, რომ იგი არის ამ წესით გათვალისწინე­ბული სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორ­ჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანო­ნიერ მოთხოვნას.

2. სამართალდამრღვევს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეო­რებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა­ში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოით­ხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასა­ლის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატო­რიული გამოკვლე­ვის განმეორებითი ჩატარება.

    მუხლი 6. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან/და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე ტესტირების – ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ყველა გამოსაკვლევ პირს უტარდება ქიმიო-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა (ლაბორატორიული გამოკვლევა).

2. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრა­ლის მდგომარეობის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ავტო­სატრან­სპორტო საშუალების მძღოლს დამატებით უტარდება კლინიკური გამოკვლევა.

3. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალის­ტიკური სამსახური) ლაბორატორიულ ან\და კლინი­კურ გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინა­გან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამი­­სოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლება­­მოსილი პირი).

4. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრა­ლის მდგომარეობის დასადგენად კლინიკური გამოკ­ვლე­ვაზე უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ ნარკო­ლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფი­ცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 7. გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედ­გინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტუ­რებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლვის ბარათში ფიქსირდება მომართვაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცე­მები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწე­რით და საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ბეჭდით.

2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერი­ლია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია სამინის­ტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრი­ლია, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახუ­რის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის და გამოკვლე­ვის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

    მუხლი 8. ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი

1. ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკ­ვლევა ტარდება ნერწყვში ან/და შარდში ნარკოტი­კული საშუალების აღმომჩენი იმუნოქრომ­ტესტით.

2. გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლო­გიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე და უფლებამოსილი პირი. გამოსაკ­ვლევი პირის მოთხოვნით შესაძლებელია მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ორ ულუფად და ინახება სათანადო წესე­ბის დაცვით 14 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომ­დგენის, უფლებამოსილი პირის, მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო. ბიოლოგიური მასალის საკონტრო­ლო ულუფის შენახვის ვადის გაგრძელება 1 თვემდე შესაძლებელია რომელიმე მხარის წერილობითი მოთ­ხოვ­ნის საფუძველზე.

3. ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება იმუნოქრომტესტით უპირ­ველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსე­ბობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქო­ტროპული საშუალების მოხმარებაზე, ბიოლო­გიური მასალის (შარდის) აღების შემდეგ შემოწმება ხდება იმუნოქრომტესტით წარმომდგენის მითითების შესაბა­მისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუა­ლების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა არ ილუქება.

4. ანალიზატორის საშუალებით გადაღებული იმუნო­ქრომტესტის სურათი, ბიოლოგიური მასალის კოდის მითითებით, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, გადაიწერება კომპიუტერში, სადაც იშიფრება, პასუხი შესაბამის მონაცემებთან ერთად ამოიბეჭდება და დაერთვება გამოკვლევის ბარათს.

5. ლაბორატორიული ან/და კლინიკური კვლევის შედეგი ფიქსირდება გამოკვლევის დასკვნა (დანართი №3). დასკვნა დანომრილია, ხელმოწერილია ხელმძღვა­ნელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინა­ლისტიკური სამსახურის ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმო­წერით გაცემული დანომრილი აქტების სარეგისტრაციო ჟურნალში.

6. ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნაში აღინიშნება:

ა) გამოკვლევით დადგინდა ნარკოტიკული საშუა­ლების მიღების ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მითითებით);

ბ) გამოკვლევით ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი არ დადგინდა.

7. სადავო შემთხვევათა განხილვა ხორციელდება სათანადო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმეო­რებითი ანალიზის (საკონტროლო ულუფის) კვლევის შედეგი ეცნობება დაინტერესებულ მხარეს.

    მუხლი 9. კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი

1. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგენის წარმოების დროს უფლებამო­სილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრა­ფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის საპასპორტო მონაცემები, სოციალური სტატუსი, გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო, პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო, ოპერატიული მონაცემები, ღებულობს თუ არა ნარკოტიკებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა ხერხით უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს გამოკვლევის დასკვნას.

2. კლინიკური გამოკვლევის დასკვნაში აღინიშნება:

ა) კლინიკურად იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ;

ბ) კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

    მუხლი 10. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია

გამოკლვევის აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით წარედგინება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გვარი, სახელი და მამის სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტუ­რებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საცხოვრებელი ადგილი;

ვ) გამოკვლევის შედეგი.

     დანართი №1

სარეგისტრაციო ჟურნალი

 

გამოსაკვლევი პირის

მოყვანის თარიღი

და ზუსტი დრო

წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი

გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი

გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურე

ბელი ნომერი

გამოსაკვლევი პირის დაბადების წელი, ადგილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსაკვლევი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი

ბიოლოგიური მასალის (შარდი)

კოდი

გამოკვლევის შედეგი მეთოდის მითითებით

შემსრულებელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2

გამოკვლევის ბარათი №

გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის თარიღი და ზუსტი დრო—————————————————————————————————————————————————————————პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო ——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

წარმომდგენი პირის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი—————————————————————-—————————————————————————————————————————————————————

გამოსაკვლევი პირის: სახელი, გვარი, მამის სახელი—————————————————————————————————————————————————————

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი————————————————————————————————————————————————————

დაბადების წელი, ადგილი—————————————————————————

საცხოვრებელი ადგილის მისამართი—————————————————————

ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლობა——————————————————————————————————————————————————————————

სამუშაო ადგილი——————————————————————————————

მიღებული აქვს თუ არა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალება———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე გამოსაკვლევი პირის ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

კლინიკური გამოკვლევის დასკვნა————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

ბიოლოგიური მასალის კოდი————————————————————————

ბიოლოგიური მასალის პარამეტრები—————————————————————————————————————————————————————————————————ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი და დასკვნა —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-—————————————————————————————————————————————

ბიოლოგიური მასალის შენახვის ვადა————————————————————

სხვა მონაცემები – წარმომდგენის ან გამოსაკვლევი პირის მიერ გამოთქმული შენიშვნა———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

წარმომდგენის ხელმოწერა—————————————————————————

გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა——————————————————————

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა—————————————————————

დამსწრე პირის ხელმოწერა —————————————————————————


დანართი №3

გამოკვლევის დასკვნა №

გამოკვლეული პირის სახელი, გვარი, მამის სახელი ————————————————-————————————————————————————————————

ჩატარებული გამოკვლევა­­­——————————————————————————

                                                      (კლინიკური ან/და ლაბორატორიული)

——-————————————————————————————————————

გამოკვლევის შედეგი —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

შევსების თარიღი —————————————————————————————

გაცემის თარიღი ——————————————————————————————

წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი ——————————————————————————————————————————————

უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ——————————————————

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა —————————————————————