„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244/278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244/278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 12/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.034.010174
  • Word
457
29/03/2007
სსმ, 49, 12/04/2007
020080000.22.034.010174
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244/278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244/278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.22.034.009.493

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1244–№278/ნ

2006 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვა­თა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის, 116-ე, 117-ე და 236-ე მუხლების, „ნარკოტიკული საშუა­ლებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრე­კურ­სორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“ და თანდართული დანართები (№1, №2, №3).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემ­ბრიდან.

ი. მერაბიშვილი

ვ. ჭიპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალის­წინებულ შემთხვევებში:

ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული სა­შუა­ლების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამარ­თლებრივ მექანიზმებს;

ბ) ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრა­ლის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­ღვე­ვათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრო­­ფი­ლაქტიკა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინ­ტერესების დაცვა.

3. ამ წესით გათვალისწინებულ სამართალდარღვე­ვებს ტესტირებით – ლაბორატორიული ან/და კლინიკუ­რი გამოკვლევის გზით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლება­მოსილი პირი.

    მუხლი 2. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი

1. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული (ტესტირების) ან/და კლინიკური გამოკვლევის (ტესტირების) გზით.

2. პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული (ტესტირების) ან/და კლინიკური გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

3. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 3. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში.

3. ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის გზით, მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. მძღოლს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების მართვიდან მძღოლის ჩამოშორების წესი

1. პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება სამართავად შეიძლება გადაეცეს:

ა) ამავე სატრანსპორტო საშუალებაში ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;

ბ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახლობელს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 41. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი

1. ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის გზით თუ დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, იწყება წინასწარი გამოძიება.

2. წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ წარმოდგენილი მასალა (გამოკვლევის ბარათი, გამოკვლევის დასკვნა, დალუქული ბიოლოგიური მასალა (შარდი) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 5. გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები

1. პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძ­ველი, რომ იგი არის ამ წესით გათვალისწინე­ბული სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორ­ჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანო­ნიერ მოთხოვნას.

2. სამართალდამრღვევს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეო­რებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა­ში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოით­ხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასა­ლის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატო­რიული გამოკვლე­ვის განმეორებითი ჩატარება.

    მუხლი 6. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან/და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე ტესტირების – ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ყველა გამოსაკვლევ პირს უტარდება ქიმიო-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა (ლაბორატორიული გამოკვლევა).

2. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრა­ლის მდგომარეობის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ავტო­სატრან­სპორტო საშუალების მძღოლს დამატებით უტარდება კლინიკური გამოკვლევა.

3. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალის­ტიკური სამსახური) ლაბორატორიულ ან\და კლინი­კურ გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინა­გან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამი­­სოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლება­­მოსილი პირი).

4. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ ნარკოლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 7. გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედ­გინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტუ­რებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლვის ბარათში ფიქსირდება მომართვაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცე­მები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწე­რით და საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ბეჭდით.

2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერი­ლია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია სამინის­ტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრი­ლია, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახუ­რის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის და გამოკვლე­ვის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

    მუხლი 8. ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი

1. ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება – ნერწყვში ან/და შარდში ნარკოტიკული საშუალების აღმომჩენი იმუნოქრომტესტით.

2. გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე და უფლებამოსილი პირი. გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით შესაძლებელია მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 14 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომდგენის, უფლებამოსილი პირის, მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო. ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის შენახვის ვადის გაგრძელება 1 თვემდე შესაძლებელია, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება იმუნოქრომტესტით უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების შემდეგ შემოწმება ხდება იმუნოქრომტესტით წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არა აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა შეიძლება არ დაილუქოს.

4. ანალიზატორის საშუალებით გადაღებული იმუნოქრომტესტის სურათი, ბიოლოგიური მასალის კოდის მითითებით, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, გადაიწერება კომპიუტერში, სადაც იშიფრება, პასუხი შესაბამის მონაცემებთან ერთად ამოიბეჭდება და დაერთვება გამოკვლევის ბარათს.

5. ლაბორატორიული ან/და კლინიკური კვლევის შედეგი ფიქსირდება გამოკვლევის შედეგში (დანართი №3). გამოკვლევის შედეგი დანომრილია და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

6. სადავო შემთხვევათა განხილვა ხორციელდება სათანადო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმეორებითი ანალიზის (საკონტროლო ულუფის) კვლევის შედეგი ეცნობება დაინტერესებულ მხარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

     მუხლი 9. კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი

 ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის ან/და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგენის წარმოების დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის საპასპორტო მონაცემები, სოციალური სტატუსი, გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო, პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო, ოპერატიული მონაცემები, ღებულობს თუ არა ნარკოტიკებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა ხერხით უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს გამოკვლევის შედეგს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

    მუხლი 10. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია

გამოკლვევის აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით წარედგინება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გვარი, სახელი და მამის სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტუ­რებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საცხოვრებელი ადგილი;

ვ) გამოკვლევის შედეგი.

    


დანართი №1

სარეგისტრაციო ჟურნალი

 

გამოსაკვლევი პირის

მოყვანის თარიღი

და ზუსტი დრო

წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი

გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი

გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურე

ბელი ნომერი

გამოსაკვლევი პირის დაბადების წელი, ადგილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსაკვლევი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი

ბიოლოგიური მასალის (შარდი)

კოდი

გამოკვლევის შედეგი მეთოდის მითითებით

შემსრულებელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2

გამოკვლევის ბარათი №

 

გამოკვლევა ჩაატარეს შსს  საესპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სპეციალისტებმა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმომდგენი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი        

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოსაკვლევი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დაბადების თარიღი და ადგილი ---------------------------------------------------------- მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ოჯახური მდგომარეობა ----------------------ნასამართლეობა --------------------- სამუშაო ადგილი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის თარიღი და ზუსტი დრო ------------------------------------------

გამოსაკვლევი პირის დაკავების ზუსტი დრო ---------------------------------- (დაკავების ოქმის ან მომართვის მიხედვით).

მოხმარებული აქვს თუ არა ნარკოტიკული საშუალება ან იმყოფება თუ არა ნარკოტიკული ან/და

ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოსაკვლევი პირის ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კლინიკური გამოკვლევის შედეგი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი: იმუნოქრომტესტით ან/და ოპტიკო-ელექტრონული

ანალიზატორით შემოწმება,  ბიოლოგიური მასალის პარამეტრები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბიოლოგიური მასალის კოდი ---------------------------- ბიოლოგიური მასალის შენახვის ვადა ----

გამოსაკვლევი პირი -------------------------------------------- წარმომდგენი პირი ---------------------------------------------------------- საკონტროლო ნიმუში ინახება --------------------- დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საკონტროლო ნიმუში დაილუქა  ---------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა       --------------------------------------------------------------------

წარმომდგენი პირის ხელმოწერა             -------------------------------------------------------------------

გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა           --------------------------------------------------------------------

დამსწრე პირის ხელმოწერა (თუ არის)      -----------------------------------------------------------------

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552


დანართი №3

გამოკვლევის შედეგი №

 

შსს  საესპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ----------------------------------------------------

––––––––––---––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

სპეციალისტებმა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ “-------”--------------------------------- 200 წლის № -------------------- მომართვის საფუძველზე ჩავატარეთ  ---------------------------------------------------------------------------------------------------------კლინიკური შემოწმება, აგრეთვე მის მიერ ჩაბარებული ბიოლოგიური მასალის ------------------------ შემოწმება იმუნოქრომტესტით ან/და ოპტიკო-ელექტრონული ანალიზატორით.

 

კლინიკური გამოკვლევის შედეგი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნიმუში შემოწმდა:

1. ოპიუმის ჯგუფის ტესტით                                               პასუხი --------------------------------------

2. ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ტესტით          პასუხი --------------------------------------

3. ბუპრენორფინის ტესტით                                                პასუხი --------------------------------------

4. მეთადონის ტესტით                                                             პასუხი --------------------------------------

5. კოკაინის ტესტით                                                                  პასუხი --------------------------------------

6. ამფეტამინის ტესტით                                                            პასუხი --------------------------------------

7. ბენზოდიაზეპინების ტესტით                                         პასუხი --------------------------------------

8. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი ---------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმომდგენი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

გამოკვლევის თარიღი ------------------------------  ბიოლოგიური მასალის კოდი --------------

 

უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი        ––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა              ––––––––––––––––––––––––––––

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552