დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1244 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/10/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 27/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 020080000.22.034.009493 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2006 - 29/03/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.22.034.009.493
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1244–№278/ნ
2006 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის, 116-ე, 117-ე და 236-ე მუხლების, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“ და თანდართული დანართები (№1, №2, №3).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.
ი. მერაბიშვილი
ვ. ჭიპაშვილი
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს;
ბ) ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პროფილაქტიკა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
3. ამ წესით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ტესტირებით – ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის გზით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 2. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი
1. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის გზით.
2. პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ტესტირებით – ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
3. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები.
მუხლი 3. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი
1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში.
3. ლაბორატორიული გამოკვლევის გზით, მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ მძღოლი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, მაშინ მას დამატებით ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევა.
5. მძღოლს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.
მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების მართვიდან მძღოლის ჩამოშორების წესი
1. პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება სამართავად შეიძლება გადაეცეს:
ა) ამავე სატრანსპორტო საშუალებაში ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
ბ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახლობელს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
მუხლი 5. გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები
1. პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი არის ამ წესით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.
2. სამართალდამრღვევს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება.
მუხლი 6. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან/და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე ტესტირების – ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირი
1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ყველა გამოსაკვლევ პირს უტარდება ქიმიო-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა (ლაბორატორიული გამოკვლევა).
2. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს დამატებით უტარდება კლინიკური გამოკვლევა.
3. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური) ლაბორატორიულ ან\და კლინიკურ გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).
4. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის დასადგენად კლინიკური გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ ნარკოლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7. გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი
1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლვის ბარათში ფიქსირდება მომართვაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ბეჭდით.
2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრილია, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის და გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.
მუხლი 8. ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი
1. ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება ნერწყვში ან/და შარდში ნარკოტიკული საშუალების აღმომჩენი იმუნოქრომტესტით.
2. გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე და უფლებამოსილი პირი. გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით შესაძლებელია მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 14 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომდგენის, უფლებამოსილი პირის, მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო. ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის შენახვის ვადის გაგრძელება 1 თვემდე შესაძლებელია რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება იმუნოქრომტესტით უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების შემდეგ შემოწმება ხდება იმუნოქრომტესტით წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა არ ილუქება.
4. ანალიზატორის საშუალებით გადაღებული იმუნოქრომტესტის სურათი, ბიოლოგიური მასალის კოდის მითითებით, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, გადაიწერება კომპიუტერში, სადაც იშიფრება, პასუხი შესაბამის მონაცემებთან ერთად ამოიბეჭდება და დაერთვება გამოკვლევის ბარათს.
5. ლაბორატორიული ან/და კლინიკური კვლევის შედეგი ფიქსირდება გამოკვლევის დასკვნა (დანართი №3). დასკვნა დანომრილია, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით გაცემული დანომრილი აქტების სარეგისტრაციო ჟურნალში.
6. ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნაში აღინიშნება:
ა) გამოკვლევით დადგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მითითებით);
ბ) გამოკვლევით ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი არ დადგინდა.
7. სადავო შემთხვევათა განხილვა ხორციელდება სათანადო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმეორებითი ანალიზის (საკონტროლო ულუფის) კვლევის შედეგი ეცნობება დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 9. კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი
1. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგენის წარმოების დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის საპასპორტო მონაცემები, სოციალური სტატუსი, გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო, პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო, ოპერატიული მონაცემები, ღებულობს თუ არა ნარკოტიკებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა ხერხით უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს გამოკვლევის დასკვნას.
2. კლინიკური გამოკვლევის დასკვნაში აღინიშნება:
ა) კლინიკურად იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ;
ბ) კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
მუხლი 10. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია
გამოკლვევის აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით წარედგინება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გვარი, სახელი და მამის სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი;
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) საცხოვრებელი ადგილი;
ვ) გამოკვლევის შედეგი.
დანართი №1
სარეგისტრაციო ჟურნალი
№ | გამოსაკვლევი პირის მოყვანის თარიღი და ზუსტი დრო | წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი | გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი | გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურე ბელი ნომერი | გამოსაკვლევი პირის დაბადების წელი, ადგილი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოსაკვლევი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი | ბიოლოგიური მასალის (შარდი) კოდი | გამოკვლევის შედეგი მეთოდის მითითებით | შემსრულებელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
გამოკვლევის ბარათი №
გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის თარიღი და ზუსტი დრო—————————————————————————————————————————————————————————პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო ——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
წარმომდგენი პირის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი—————————————————————-—————————————————————————————————————————————————————
გამოსაკვლევი პირის: სახელი, გვარი, მამის სახელი—————————————————————————————————————————————————————
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი————————————————————————————————————————————————————
დაბადების წელი, ადგილი—————————————————————————
საცხოვრებელი ადგილის მისამართი—————————————————————
ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლობა——————————————————————————————————————————————————————————
სამუშაო ადგილი——————————————————————————————
მიღებული აქვს თუ არა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალება———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე გამოსაკვლევი პირის ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
კლინიკური გამოკვლევის დასკვნა————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
ბიოლოგიური მასალის კოდი————————————————————————
ბიოლოგიური მასალის პარამეტრები—————————————————————————————————————————————————————————————————ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი და დასკვნა —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-—————————————————————————————————————————————
ბიოლოგიური მასალის შენახვის ვადა————————————————————
სხვა მონაცემები – წარმომდგენის ან გამოსაკვლევი პირის მიერ გამოთქმული შენიშვნა———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
წარმომდგენის ხელმოწერა—————————————————————————
გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა——————————————————————
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა—————————————————————
დამსწრე პირის ხელმოწერა —————————————————————————
დანართი №3
გამოკვლევის დასკვნა №
გამოკვლეული პირის სახელი, გვარი, მამის სახელი ————————————————-————————————————————————————————————
ჩატარებული გამოკვლევა——————————————————————————
(კლინიკური ან/და ლაბორატორიული)
——-————————————————————————————————————
გამოკვლევის შედეგი —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
შევსების თარიღი —————————————————————————————
გაცემის თარიღი ——————————————————————————————
წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი ——————————————————————————————————————————————
უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ——————————————————
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა —————————————————————
დოკუმენტის კომენტარები