„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1244-N278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1244-N278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 991
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111214011, 15/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.034.016072
  • Word
991
09/12/2011
ვებგვერდი, 111214011, 15/12/2011
020080000.22.034.016072
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1244-N278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1244-N278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №991-№61

2011 წლის 9 -12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის 1244-278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებთ:

    მუხლი 1

 „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის 1244-278/ნ ერთობლივბრძანებით (სსმ, 145, 27/10/2006) დამტკიცებულ წესში:

ა) პირველი მუხლის მე - 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენას კლინიკური შემოწმების ან/ და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.”;

ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით;

 2. პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.”

გ) მე- 3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში.

3. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. მძღოლს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.“;

დ) 41 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით თუ დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, იწყება გამოძიება.”;

ე) 41 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) წესის მე- 6, მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან/და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე კლინიკურ ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო–ტექსიკოლოგიური) გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად, უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ყველა გამოსაკვლევ პირს უტარდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა.

2. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო) კლინიკური ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომშიუფლებამოსილი პირი).

3. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ნარკოლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან უმაღლესი სამედიცინო აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი) და გავლილი უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტიბული ექიმთა გადამზადების პროგრამა, ხოლო ქიმიო-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება.”.

    მუხლი 7. გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი

 1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლევის ბარათში ფიქსირდება მომართვაში/დადგენილებაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბეჭდით.

2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრილია, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

    მუხლი 8. ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი

1. ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდებანერწყვში ან/და შარდში.

2. გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე. გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 14 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომდგენის, უფლებამოსილი პირის, მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო. ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის შენახვის ვადის გაგრძელება 1 თვემდე შესაძლებელია რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში. თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) შემოწმება წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა შეიძლება არ დაილუქოს

 4. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) კვლევის შედეგი ფიქსირდება დასკვნაში (დანართი №3). დასკვნა დანომრილია და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

5. სადავო შემთხვევათა განხილვა ხორციელდება სათანადო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმეორებითი ანალიზის (საკონტროლო ულუფის) კვლევის შედეგი ეცნობება დაინტერესებულ მხარეს.“;

ზ) დანართი №2 და №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი

ა. ურუშაძე

                                                                                                                                     დანართი № 2

                                                      გამოკვლევის ბარათი

 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო:

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი)

უფროსი ექსპერტი

წამყვანი სპეციალისტი

 

წარმომდგენი პირის:

გვარი                                                         მოწმობის ნომერი

სახელი                                                      სამუშაო ადგილი

 გამოსაკვლევი პირის:

პირადი №                                                 გვარი, სახელი, მამის სახელი

დაბადების თარიღი                                 დაბადების ადგილი

მისამართი                                                 ნასამართლევი

სამუშაო ადგილი                                     ოჯახური მდგომარეობა 

დაკავების დრო

წარმოდგენის თარიღი და დრო

გამოკვლევის დაწყების დრო

კლინიკური გამოკვლევის დასრულების დრო

ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულების დრო

 

იღებს თუ არა რაიმე სახის მედიკამენტებს ან ნარკოტიკულ საშუალებას

(ჩამონათ. პირადი გადმოცემით ან დოკუმენტაციის წარმოდგენით)

 

გამოსაკვლევი პირის ფიზიკური, ნევროლოგიური სტატუსი:

 

გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური სტატუსი:

 

კლინიკური გამოკვლევის შედეგი:

 

ბიოლოგიური მასალა და მასალის კოდი

ბიოლოგიური მასალის პარამეტრები

ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი:

ბიომასალა შემოწმდა:

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა:

 

შენიშვნა ან რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაცია:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

საკონტროლო ნიმუში ინახება ––––– დღის განმავლობაში

უფლებამოსილი პირის ხელმოწერამთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი)

(სახელი, გვარი, ხელმოწერა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

უფლებამოსილი პირის ხელმოწერაუფროსი ექსპერტი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)    

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

უფლებამოსილი პირის ხელმოწერაწამყვანი სპეციალისტი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

წარმომდგენი პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დამსწრე პირის ხელმოწერა (თუ არის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ვინ ჩაიბარა (სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი) ––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                            დანართი № 3

                                                                 ხელწერილი

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი  სამმართველოს მთავარ ექსპერტს (ექიმი-ნარკოლოგი) და უფროს ექსპერტს განემარტა ექსპერტის მოვალეობანი და უფლებანი, გათვალისწინებული საქართველოს სსსკ 51-ე და 52-ე მუხლებით. წინასწარი შეცნობით ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებული ვარ საქართველოს სსკ 370-ე მუხლით.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                 დასკვნა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო:

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი):

უფროსი ექსპერტი:

 

“––––” –––––––––– 201 წლის № –––––––––– მომართვის/მომართვით წარმოდგენილი დადგენილების საფუძველზე შემოწმდა

გამოსაკვლევი პირი:

კლინიკური გამოკვლევის შედეგი:

ბიოლოგიური მასალა და მასალის კოდი:

ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი:

ბიომასალა შემოწმდა:

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა:

წარმომდგენი პირის

გვარი                                                    მოწმობის ნომერი

სახელი                                                 სამუშაო ადგილი 

გამოკვლევის დაწყების დრო:

კლინიკური გამოკვლევის დასრულების დრო:

ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულების დრო:

 

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი) ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––

უფროსი ექსპერტი ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ვინ ჩაიბარა (სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი) –––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

გაცემის თარიღი და დრო