თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3754-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 02/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 460070000.05.001.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3754-IIს
26/10/2010
სსმ, 59, 02/11/2010
460070000.05.001.016039
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (05/06/2012 - 05/06/2012)

საქართველოს კანონი

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.

    მუხლი 1. კანონის მიზანი

  ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება ქობულეთის (№1 დანართი), ანაკლიის (№2 დანართი) და განმუხურის (№3 დანართი) თავისუფალ ტურისტულ ზონებსა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასტუმრო – შენობა, რომელიც განკუთვნილია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დროებით გადაადგილებული ან/და ნებისმიერი მიზნით მოგზაური პირის მიღებისათვის/განთავსებისათვის. სასტუმრო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი კლასის, ომელსა განსაზღვრვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);

ბ) ინვესტორი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესიშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას ;

გ) თავისუფალი ტურისტული ზონა − ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები

1. ინვესტორი უფლებამოსილია:

ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს სამინისტროს;

[ ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ქონების მმართველს (შემდგომ ქონების მმართველი) ; (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)]

ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით;

გ) სამინისტროსთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.

[ გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ; (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)]

2. ინვესტორი ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას);

ბ) სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;

[ ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ; (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)]

გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;

დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით;

ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა.

3. თუ ინვესტორი ამ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელებს სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები და ამ კანონის მოთხოვნები.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის  კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 5. საშეღავათო პირობები

1. ინვესტორი თავისუფლდება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;

ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად.

3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.

4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას.

[ 4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას. (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის  კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:

ა) სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგებას და საჭიროების შემთხვევაში ახლის მშენებლობას;

ბ) სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობას/შეკეთებას;

გ) სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებას;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭებას და მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას;

ე) ამ კანონის დანართებით გათვალისწინებული თავისუფალი ტურისტული ზონების კოორდინატების კორექტირებასა და სხვა შესაბამისი ტურისტული ზონების კოორდინატების განსაზღვრას.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.

[ 2. ქონების მმართველი უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას. (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის  კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.0 6.2012წ.

    მუხლი 7. ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი

1. ინვესტორს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. (ამოღებულია – 05.05.2011, №4647).

3. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. კომისიის შემადგენლობას, დებულებას და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე  3-თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, დებულება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;

ბ) საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები.

2. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაამტკიცოს:

ა) ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;

ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.

3. ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად შექმნილი კომისია.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3754–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123-სსმI, №75,27.12.2010წ.,მუხ.488

2. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

3. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის  კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.0 6 .2012წ.

დანართი №1

კოორდინატები

კოორდინატთა სისტემა WGS 84

პროექცია TM 37

მიწის ნაკვეთის ფართობი: 17,35 ჰა

წერტილის ნომერი

X

Y

1

730096.632

4641497.452

2

730526.872

4641544.457

3

730539.452

4641197.237

4

730460.207

4641141.862

5

730411.367

4641114.477

6

730344.262

4641076.872

7

730297.982

4641052.572

8

730275.997

4641045.052

9

730246.492

4641029.432

10

730173.602

4641006.902

11

730158.562

4641110.162

12

730217.762

4641116.822

13

730212.377

4641174.642

14

730147.992

4641166.832

 

 


დანართი №2  

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123-სსმI, №75,27.12.2010წ.,მუხ.488

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84
პროექცია: UTM 37N

 
 

ზონა 3

X

Y

 

1

711567.142

4695804.022

 

2

711624.272

4695898.637

 

3

711710.312

4695840.817

 

4

711668.642

4695778.797

 

5

711652.067

4695789.002

 

6

711650.473

4695789.738

 

7

711648.780

4695790.201

 

8

711647.034

4695790.378

 

9

711645.282

4695790.266

 

10

711643.572

4695789.867

 

11

711641.952

4695789.192

 

12

711622.232

4695779.182

 

13

711620.702

4695779.602

 

 

 

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84
პროექცია: UTM 37N

 
 

ზონა 4

X

Y

 

1

711737.747

4695825.032

 

2

711822.617

4695772.147

 

3

711778.502

4695701.357

 

4

711721.747

4695728.922

 

5

711721.139

4695729.188

 

6

711720.579

4695729.544

 

7

711719.652

4695730.488

 

8

711719.052

4695731.667

 

9

711711.862

4695752.232

 

10

711711.001

4695753.658

 

11

711709.957

4695754.957

 

12

711708.749

4695756.103

 

13

711707.397

4695757.077

 

14

711698.752

4695762.462

 

 

 

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84
პროექცია: UTM 37N

 
 

ზონა 5

X

Y

 

1

711843.066

4695759.465

 

2

711924.029

4695701.522

 

3

711888.045

4695650.986

 

4

711877.991

4695659.453

 

5

711864.233

4695668.449

 

6

711845.447

4695676.386

 

7

711800.733

4695691.732

 

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84
პროექცია: UTM 37N

 
 

ზონა 6

X

Y

 

1

711944.137

4695685.911

 

2

711989.116

4695653.897

 

3

711989.910

4695643.049

 

4

711992.820

4695635.640

 

5

711997.847

4695629.026

 

6

712004.727

4695624.792

 

7

712010.812

4695623.999

 

8

712017.162

4695624.263

 

9

712021.131

4695624.792

 

10

712023.248

4695622.676

 

11

712022.983

4695618.972

 

12

712008.695

4695603.626

 

13

711998.906

4695597.011

 

14

711987.529

4695591.455

 

15

711971.389

4695586.692

 

16

711956.572

4695580.871

 

17

711940.168

4695581.136

 

18

711932.495

4695584.840

 

19

711925.352

4695591.719

 

20

711903.391

4695630.084

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 3

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84

პროექცია: UTM 37N

 
 

ზონა 1

X

Y

 

1

710371.707

4697396.482

 

2

710505.382

4697331.842

 

3

710489.697

4697290.362

 

4

710547.642

4697266.027

 

5

710573.647

4697298.837

 

6

710583.832

4697293.912

 

7

710609.692

4697304.467

 

8

710656.717

4697323.667

 

9

710671.187

4697314.527

 

10

710672.072

4697296.297

 

11

710654.307

4697259.832

 

12

710659.642

4697257.252

 

13

710635.272

4697225.392

 

14

710565.062

4697133.607

 

15

710491.812

4697170.867

 

16

710435.452

4697199.542

 

17

710408.742

4697280.937

 

18

710409.057

4697280.997

 

 

კოორდინატთა სისტემა WGS 84

პროექცია: UTM 37N

 
 

 

X

Y

 

ზონა 2

1

710381.512

4697005.117

 

2

710437.432

4697020.537

 

3

710431.222

4697042.497

 

4

710466.822

4697052.357

 

5

710494.727

4697001.692

 

6

710495.842

4696999.847

 

7

710496.827

4696996.947

 

8

710497.817

4696992.012

 

9

710498.022

4696987.437

 

10

710497.882

4696984.637

 

11

710496.657

4696978.612

 

12

710494.272

4696972.687

 

13

710492.877

4696970.607

 

14

710496.942

4696939.447

 

15

710497.702

4696935.412

 

16

710498.467

4696927.242

 

17

710498.357

4696922.967

 

18

710496.937

4696912.667

 

19

710494.482

4696904.862

 

20

710491.757

4696899.142

 

21

710488.587

4696893.837

 

22

710481.282

4696885.117

 

23

710475.322

4696879.542

 

24

710469.922

4696875.402

 

25

710465.457

4696873.167

 

26

710461.532

4696872.132

 

27

710456.737

4696871.752

 

28

710452.867

4696871.917

 

29

710449.212

4696872.897

 

30

710439.007

4696879.712

 

31

710428.707

4696888.197

 

32

710423.302

4696892.992

 

33

710415.277

4696901.972

 

34

710409.507

4696909.052

 

35

710403.752

4696917.772

 

36

710400.427

4696924.507

 

37

710394.587

4696939.237

 

38

710392.492

4696945.252

 

39

710389.777

4696953.747

 

40

710377.472

4696998.852

 

41

710377.752

4697001.507

 

42

710379.377

4697003.942