დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3754-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 02/11/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 460070000.05.001.016039 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/05/2011 - 05/06/2012)
საქართველოს კანონი
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება ქობულეთის (№1 დანართი), ანაკლიის (№2 დანართი) და განმუხურის (№3 დანართი) თავისუფალ ტურისტულ ზონებსა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123 -სსმI, №75 ,27 .12 .2010 წ.,მუხ.488
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასტუმრო – შენობა, რომელიც განკუთვნილია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დროებით გადაადგილებული ან/და ნებისმიერი მიზნით მოგზაური პირის მიღებისათვის/განთავსებისათვის. სასტუმრო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი კლასის , რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);
ბ) ინვესტორი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას ;
გ) თავისუფალი ტურისტული ზონა − ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები
1. ინვესტორი უფლებამოსილია:
ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს სამინისტროს;
ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.
2. ინვესტორი ვალდებულია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას);
ბ) სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;
გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;
დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით;
ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;
ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა.
3. თუ ინვესტორი ამ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელებს სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები და ამ კანონის მოთხოვნები.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
1. ინვესტორი თავისუფლდება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;
ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად.
3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.
4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
ა) სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგებას და საჭიროების შემთხვევაში ახლის მშენებლობას;
ბ) სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობას/შეკეთებას;
გ) სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებას;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭებას და მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას;
ე) ამ კანონის დანართებით გათვალისწინებული თავისუფალი ტურისტული ზონების კოორდინატების კორექტირებასა და სხვა შესაბამისი ტურისტული ზონების კოორდინატების განსაზღვრას.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 7. ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი
1. ინვესტორს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. (ამოღებულია – 05.05.2011, №4647).
3. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. კომისიის შემადგენლობას, დებულებას და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე 3-თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, დებულება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
ბ) საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები.
2. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაამტკიცოს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.
3. ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად შექმნილი კომისია.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№3754–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123-სსმI, №75,27.12.2010წ.,მუხ.488
2 . საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №464 7 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
კოორდინატები
კოორდინატთა სისტემა WGS 84
პროექცია TM 37
მიწის ნაკვეთის ფართობი: 17,35 ჰა
წერტილის ნომერი |
X |
Y |
1 |
730096.632 |
4641497.452 |
2 |
730526.872 |
4641544.457 |
3 |
730539.452 |
4641197.237 |
4 |
730460.207 |
4641141.862 |
5 |
730411.367 |
4641114.477 |
6 |
730344.262 |
4641076.872 |
7 |
730297.982 |
4641052.572 |
8 |
730275.997 |
4641045.052 |
9 |
730246.492 |
4641029.432 |
10 |
730173.602 |
4641006.902 |
11 |
730158.562 |
4641110.162 |
12 |
730217.762 |
4641116.822 |
13 |
730212.377 |
4641174.642 |
14 |
730147.992 |
4641166.832 |
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4123-სსმI, №75,27.12.2010წ.,მუხ.488
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
კოორდინატთა სისტემა WGS 84 |
||||
ზონა 3 |
№ |
X |
Y |
|
1 |
711567.142 |
4695804.022 |
||
2 |
711624.272 |
4695898.637 |
||
3 |
711710.312 |
4695840.817 |
||
4 |
711668.642 |
4695778.797 |
||
5 |
711652.067 |
4695789.002 |
||
6 |
711650.473 |
4695789.738 |
||
7 |
711648.780 |
4695790.201 |
||
8 |
711647.034 |
4695790.378 |
||
9 |
711645.282 |
4695790.266 |
||
10 |
711643.572 |
4695789.867 |
||
11 |
711641.952 |
4695789.192 |
||
12 |
711622.232 |
4695779.182 |
||
13 |
711620.702 |
4695779.602 |
კოორდინატთა სისტემა WGS 84 |
||||
ზონა 4 |
№ |
X |
Y |
|
1 |
711737.747 |
4695825.032 |
||
2 |
711822.617 |
4695772.147 |
||
3 |
711778.502 |
4695701.357 |
||
4 |
711721.747 |
4695728.922 |
||
5 |
711721.139 |
4695729.188 |
||
6 |
711720.579 |
4695729.544 |
||
7 |
711719.652 |
4695730.488 |
||
8 |
711719.052 |
4695731.667 |
||
9 |
711711.862 |
4695752.232 |
||
10 |
711711.001 |
4695753.658 |
||
11 |
711709.957 |
4695754.957 |
||
12 |
711708.749 |
4695756.103 |
||
13 |
711707.397 |
4695757.077 |
||
14 |
711698.752 |
4695762.462 |
კოორდინატთა სისტემა WGS 84 |
||||
ზონა 5 |
№ |
X |
Y |
|
1 |
711843.066 |
4695759.465 |
||
2 |
711924.029 |
4695701.522 |
||
3 |
711888.045 |
4695650.986 |
||
4 |
711877.991 |
4695659.453 |
||
5 |
711864.233 |
4695668.449 |
||
6 |
711845.447 |
4695676.386 |
||
7 |
711800.733 |
4695691.732 |
კოორდინატთა სისტემა WGS 84 |
||||
ზონა 6 |
№ |
X |
Y |
|
1 |
711944.137 |
4695685.911 |
||
2 |
711989.116 |
4695653.897 |
||
3 |
711989.910 |
4695643.049 |
||
4 |
711992.820 |
4695635.640 |
||
5 |
711997.847 |
4695629.026 |
||
6 |
712004.727 |
4695624.792 |
||
7 |
712010.812 |
4695623.999 |
||
8 |
712017.162 |
4695624.263 |
||
9 |
712021.131 |
4695624.792 |
||
10 |
712023.248 |
4695622.676 |
||
11 |
712022.983 |
4695618.972 |
||
12 |
712008.695 |
4695603.626 |
||
13 |
711998.906 |
4695597.011 |
||
14 |
711987.529 |
4695591.455 |
||
15 |
711971.389 |
4695586.692 |
||
16 |
711956.572 |
4695580.871 |
||
17 |
711940.168 |
4695581.136 |
||
18 |
711932.495 |
4695584.840 |
||
19 |
711925.352 |
4695591.719 |
||
20 |
711903.391 |
4695630.084 |
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
კოორდინატთა სისტემა WGS 84 პროექცია: UTM 37N |
||||
ზონა 1 |
№ |
X |
Y |
|
1 |
710371.707 |
4697396.482 |
||
2 |
710505.382 |
4697331.842 |
||
3 |
710489.697 |
4697290.362 |
||
4 |
710547.642 |
4697266.027 |
||
5 |
710573.647 |
4697298.837 |
||
6 |
710583.832 |
4697293.912 |
||
7 |
710609.692 |
4697304.467 |
||
8 |
710656.717 |
4697323.667 |
||
9 |
710671.187 |
4697314.527 |
||
10 |
710672.072 |
4697296.297 |
||
11 |
710654.307 |
4697259.832 |
||
12 |
710659.642 |
4697257.252 |
||
13 |
710635.272 |
4697225.392 |
||
14 |
710565.062 |
4697133.607 |
||
15 |
710491.812 |
4697170.867 |
||
16 |
710435.452 |
4697199.542 |
||
17 |
710408.742 |
4697280.937 |
||
18 |
710409.057 |
4697280.997 |
კოორდინატთა სისტემა WGS 84 პროექცია: UTM 37N |
||||
|
№ |
X |
Y |
|
ზონა 2 |
1 |
710381.512 |
4697005.117 |
|
2 |
710437.432 |
4697020.537 |
||
3 |
710431.222 |
4697042.497 |
||
4 |
710466.822 |
4697052.357 |
||
5 |
710494.727 |
4697001.692 |
||
6 |
710495.842 |
4696999.847 |
||
7 |
710496.827 |
4696996.947 |
||
8 |
710497.817 |
4696992.012 |
||
9 |
710498.022 |
4696987.437 |
||
10 |
710497.882 |
4696984.637 |
||
11 |
710496.657 |
4696978.612 |
||
12 |
710494.272 |
4696972.687 |
||
13 |
710492.877 |
4696970.607 |
||
14 |
710496.942 |
4696939.447 |
||
15 |
710497.702 |
4696935.412 |
||
16 |
710498.467 |
4696927.242 |
||
17 |
710498.357 |
4696922.967 |
||
18 |
710496.937 |
4696912.667 |
||
19 |
710494.482 |
4696904.862 |
||
20 |
710491.757 |
4696899.142 |
||
21 |
710488.587 |
4696893.837 |
||
22 |
710481.282 |
4696885.117 |
||
23 |
710475.322 |
4696879.542 |
||
24 |
710469.922 |
4696875.402 |
||
25 |
710465.457 |
4696873.167 |
||
26 |
710461.532 |
4696872.132 |
||
27 |
710456.737 |
4696871.752 |
||
28 |
710452.867 |
4696871.917 |
||
29 |
710449.212 |
4696872.897 |
||
30 |
710439.007 |
4696879.712 |
||
31 |
710428.707 |
4696888.197 |
||
32 |
710423.302 |
4696892.992 |
||
33 |
710415.277 |
4696901.972 |
||
34 |
710409.507 |
4696909.052 |
||
35 |
710403.752 |
4696917.772 |
||
36 |
710400.427 |
4696924.507 |
||
37 |
710394.587 |
4696939.237 |
||
38 |
710392.492 |
4696945.252 |
||
39 |
710389.777 |
4696953.747 |
||
40 |
710377.472 |
4696998.852 |
||
41 |
710377.752 |
4697001.507 |
||
42 |
710379.377 |
4697003.942 |
დოკუმენტის კომენტარები