დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 06/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2010 - 28/07/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №182
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და 541 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე „საქპატენტის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:
1. გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №1).
2. სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №2).
3. დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №3).
4. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №4).
5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №5).
6. ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №6).
მუხლი 2
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის №51 ბრძანება „სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის საფასურების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდეგ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადებზე.
მუხლი 4
№4 დანართის მე-40 და 41-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურები ამოქმედდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.
მუხლი 5
განაცხადზე, რომელზედაც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დროს.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე, განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) | ||
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 90 | ||
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 120 | ||
| 3. | საკონვენციო პრიორიტეტის უფლების აღდგენა | 80 | ||
| არსობრივი ექსპერტიზა | ||||
| 4. | დაცვის ობიექტის დადგენა | 90 | ||
| 5.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე | 180 | ||
| 6.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ¬ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე | 120 | ||
| 7. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 60 | ||
| გამოქვეყნება | ||||
| 8. | გამოქვეყნება 30 გვერდამდე | 60 | ||
| 9. | გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 | ||
| პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||||
| 10. | პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება | 200 | ||
| 11. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა | 20 | ||
| 12. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად | 50 | ||
| 13. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად | 70 | ||
| 14. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად | 170 | ||
| 15. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად | 250 | ||
| 16. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად | 300 | ||
| 17. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად | 500 | ||
| 18. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 | ||
| საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები | ||||
| 19. | საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა | 100 | ||
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | ||||
| 20. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე | 40 | ||
| 21. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 | ||
| 22. | განაცხადის გარდაქმნა გამოგონებიდან სასარგებლო მოდელად | 50 | ||
| 23. | საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ გამოგონებაზე | 150 | ||
| 24. | პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება | 180 | ||
| 25. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 | ||
| 26. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ | 60 | ||
| 27. | ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე დოკუმენტური დასკვნის გაცემის შემდეგ | 120 | ||
| 28. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 | ||
| 29. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მომართვით ყოველ ერთ პატენტზე | 60 | ||
| 30. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 | ||
| 31. | დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა | 5 | ||
| 32. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 | ||
| 33. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 | ||
| 34. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 | ||
| 35. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე | 10 | ||
| 36. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 | ||
დანართი №2
სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 90 |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 120 |
| 3. | საკონვენციო პრიორიტეტის უფლების აღდგენა | 80 |
| არსობრივი ექსპერტიზა | ||
| 4. | დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა | 90 |
| 5. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 60 |
| გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||
| 6. | გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება |
170 |
| 7. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად | 50 |
| 8. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად | 70 |
| 9. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად | 170 |
| 10. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 |
| 11. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა |
20 |
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით | ||
| 12. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე |
40 |
| 13. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 14. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 15. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ |
60 |
| 16. | განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება | 30 |
| 17. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მომართვის მოთხოვნით ყოველ ერთ პატენტზე |
60 |
| 18. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
| 19. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 |
| 20. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 21. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 |
| 22. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 |
| 23. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 |
| 24. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე | 10 |
დანართი №3
დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) | |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | |||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 50 | |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე | 10 | |
| 3. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 60 | |
| არსობრივი ექსპერტიზა | |||
| 4. | არსობრივი ექსპერტიზა | 80 | |
| 5. | არსობრივი ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე | 10 | |
| გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | |||
| 6. | ერთი დიზაინის გამოქვეყნება | 10 | |
| 7. | პატენტის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება | 100 | |
| 8. | თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | |
| 9. | მეორე ხუთი წლით პატენტის ძალის შენარჩუნება | 80 | |
| 10. | თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | |
| 11. | მესამე ხუთი წლით პატენტის ძალის შენარჩუნება | 100 | |
| 12. | თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | |
| 13. | მეოთხე ხუთი წლით პატენტის ძალის შენარჩუნება | 300 | |
| 14. | თითოეულ დამატებით დიზაინზე | 30 | |
| 15. | მეხუთე ხუთი წლით პატენტის ძალის შენარჩუნება | 550 | |
| 16. | თითოეულ დამატებით დიზაინზე | 50 | |
| 17. | რეგისტრაციის აღდგენა | 100 | |
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | |||
| 18. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე |
40 | |
| 19. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მომართვის მოთხოვნით ყოველ ერთ დიზაინზე |
40 | |
| 20. | გამოქვეყნების გადადება | 100 | |
| 21. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით |
30 | |
| 22. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 | |
| 23. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ |
60 | |
| 24. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 | |
| 25. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 | |
| 26. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 90 | |
| 27. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 | |
| 28. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 | |
| 29. | აპელაციის განხილვა | 200 | |
| 30. | აპელაციის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 | |
| 31. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა თითოეულ შესაცვლელ მოწმობაში | 20 | |
| 32. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა | 20 | |
| 33. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 | |
| დაჩქარებული რეგისტრაცია | |||
| 34. | დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 100 | |
| 35. | დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა | 160 | |
| 36. | დაჩქარებული გამოქვეყნება და რეგისტრაცია | 50 | |
დანართი №4
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| 1. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 90 |
| 2. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 3. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 150 |
| 4. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 5. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა | 30 |
| 6. | სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 120 |
| 7. | კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 310 |
| 8. | გამოქვეყნება | 60 |
| 9. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 90 |
| 10. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 150 |
| 11. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 300 |
| 12. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 13. | კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 550 |
| 14. | კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 550 |
| 15. | კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 16. | საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 17. | დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 18. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე | 60 |
| 19. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 50 |
| 20. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მომართვით ყოველ ერთ ნიშანზე | 60 |
| 21. | განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა | 30 |
| 22. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
| 23. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 90 |
| 24. | მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა | 30 |
| 24. | მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა | 30 |
| 25. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 26. | ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე | 90 |
| 27. | აპელაციის განხილვა სასაქონლო ნიშანზე | 200 |
| 28. | აპელაციის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე | 400 |
|
29. | მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით |
30 |
| 30. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 31. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 100 |
| 32. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 33. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე | 100 |
| 34. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ერთ კლასზე – სიტყვიერი მარტივი | 20 |
| 35. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ერთ კლასზე – სიტყვიერი რთული | 30 |
| 36. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ერთ კლასზე – გამოსახულებითი | 50 |
| 37. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ერთ კლასზე – მოცულობითი | 50 |
| 38. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ერთ კლასზე – კომბინირებული | 60 |
| 39. | ძიების ჩატარება იდენტური ელემენტების შემცველ სასაქონლო ნიშნებზე ეროვნულ და საერთაშორისო რეესტრებსა და განაცხადის მონაცემთა ბაზაში ყოველ დამატებით კლასზე | 5 |
| 40. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა, არსობრივი ექსპერტიზა, ნიშნის რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურით და მონაცემების გამოქვეყნება საქონლის ერთ კლასზე |
840 |
| 41. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა, არსობრივი ექსპერტიზა, ნიშნის რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურით და მონაცემების გამოქვეყნება საქონლის ყოველ დამატებით კლასზე | 200 |
დანართი №5
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული
საფასურები
|
№ |
ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| 1. | საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განაცხადის ექსპერტიზა | 120 |
| 2. | გამოქვეყნება | 50 |
| 3. | საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია | 160 |
| 4. | ცვლილებების შეტანა რეესტრში | 50 |
| 5. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
დანართი №6
ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან
დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება | ლარი
|
| 1. | ნაწარმოების დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური | 10 |
| 2. | მონაცემთა ბაზის დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური | 10 |
| 3. | დეპონირების მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასური | 5 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები