დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429011, 02/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050030000.10.003.016349 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №189
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., №80) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასური არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.“.
2. დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურების გადახდისაგან გათავისუფლდნენ საქართველოს სამინისტროები.“.
3. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 90 |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 120 |
| არსობრივი ექსპერტიზა | ||
| 3. | დაცვის ობიექტის დადგენა | 90 |
| 4.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე | 180 |
| 5.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე | 120 |
| გამოქვეყნება | ||
| 6. | გამოქვეყნება 30 გვერდამდე | 60 |
| 7. | გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 |
| პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||
| 8. | პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება | 200 |
| 9. | ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა | 20 |
| 10. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად | 50 |
| 11. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად | 70 |
| 12. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად | 170 |
| 13. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად | 250 |
| 14. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად | 300 |
| 15. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად | 500 |
| 16. | სამედიცინო პროდუქტისათვის გამოგონების პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნა ყოველი ერთი წლით |
100 |
| 17. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 |
| საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები | ||
| 18. | საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა | 100 |
| 19. | საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ | 250 |
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | ||
| 20. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 40 |
| 21. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 22. | გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად | 50 |
| 23. | სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად | 70 |
| 24. | საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე | 150 |
| 25. | პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება | 180 |
| 26. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 27. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადის წარდგენის შემდეგ | 60 |
| 28.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე ტექნიკის დონის დასკვნის შემდეგ | 120 |
| 29. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 |
| 30. | ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე | 60 |
| 31. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 |
| 32. | დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან | 30 |
| 33. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 |
| 34. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 |
| 35. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 |
| 36. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა 30 გვერდამდე, ერთ პატენტზე | 10 |
| 37. | მექანიკური შეცდომების გასწორება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 |
| 38. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 39. | ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა | 100 |
| 40. | რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება | 30 |
--------------------
4.*, 5.*, 28.* – თუ განაცხადზე „საქპატენტში“ წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიებისა ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.“.
4. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) | |||
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | |||||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 90 | |||
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 120 | |||
| არსობრივი ექსპერტიზა | |||||
| 3. | დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა | 90 | |||
| გამოქვეყნება | |||||
| 4. | გამოქვეყნება 30 გვერდამდე | 60 | |||
| 5. | გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 | |||
| პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | |||||
| 6. | პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება | 170 | |||
| 7. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად | 50 | |||
| 8. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად | 70 | |||
| 9. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად | 170 | |||
| 10. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად | 300 | |||
| 11. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 | |||
| 12. | ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა | 20 | |||
| საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები | |||||
| 13. | საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა | 100 | |||
| 14. | საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ | 250 | |||
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით | |||||
| 15. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 40 | |||
| 16. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 | |||
| 17. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 | |||
| 18. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ | 60 | |||
| 19. | განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 | |||
| 20. | ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე | 60 | |||
| 21. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 | |||
| 22. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 | |||
| 23. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 | |||
| 24. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 | |||
| 25. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 | |||
| 26. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 | |||
| 27. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა 30 გვერდამდე, ერთ პატენტზე | 10 | |||
| 28. | მექანიკური შეცდომების გასწორება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 | |||
| 29. | ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა | 100.“. | |||
5. დადგენილების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| N | ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) | ||
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 50 | ||
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| 3. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა | 30 | ||
| 4. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| არსობრივი ექსპერტიზა | ||||
| 5. | არსობრივი ექსპერტიზა | 80 | ||
| 6. | არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||||
| 7. | ერთი დიზაინის გამოქვეყნება | 10 | ||
| 8. | ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა | 20 | ||
| 9. | დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება | 100 | ||
| 10.
| დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| 11. | მეორე ხუთი წლით რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება | 80 | ||
| 12. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| 13. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით | 100 | ||
| 14. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 | ||
| 15. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით | 300 | ||
| 16. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 30 | ||
| 17. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით | 550 | ||
| 18. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 50 | ||
| ქმედებები განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | ||||
| 19. | რეგისტრაციის აღდგენა | 100 | ||
| 20. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 40 | ||
| 21. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის მოთხოვნით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 40 | ||
| 22. | გამოქვეყნების გადადება | 100 | ||
| 23. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 | ||
| 24. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 | ||
| 25. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 | ||
| 26. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა | 30 | ||
| 27. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 60 | ||
| 28. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 | ||
| 29. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 | ||
| 30. | აპელაციის განხილვა | 200 | ||
| 31. | აპელაციის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 | ||
| 32. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა თითოეულ მოწმობაში | 20 | ||
| 33. | ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა | 30 | ||
| დაჩქარებული რეგისტრაცია | ||||
| 34. | დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 100 | ||
| 35. | დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 | ||
| 36. | დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა | 160 | ||
| 37. | დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 | ||
| 38. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა | 60 | ||
| 39. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 | ||
| 40. | ერთი დიზაინის გამოქვეყნება | 20 | ||
| 41. | რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება | 200 | ||
| 42. | ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა |
20.“. | ||
6. დადგენილების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| 1. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 90 |
| 2. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 3. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 150 |
| 4. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 5. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა | 30 |
| 6. | სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 120 |
| 7. | კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 310 |
| 8. | გამოქვეყნება | 60 |
| 9. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 90 |
| 10. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 150 |
| 11. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა | 30 |
| 12. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 300 |
| 13. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 14. | კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 550 |
| 15.
| კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 550 |
| 16. | კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 17. | საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 18. | დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 19. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 60 |
| 20. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 50 |
| 21. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე | 60 |
| 22. | განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა | 30 |
| 23. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
| 24. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 90 |
| 25. | მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა | 30 |
| 26. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 27. | ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე | 90 |
| 28. | აპელაციის განხილვა სასაქონლო ნიშანზე | 200 |
| 29. | აპელაციის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე | 400 |
| 30. | მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით | 30 |
| 31. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე | 200 |
| 32. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე | 300 |
| 33. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე | 100 |
| 34. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე | 100 |
| 35. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება |
340 |
| 36. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე | 100 |
| ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის | ||
| 37. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 38. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 100 |
| 39. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 40. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე | 100.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები