დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050030000.10.003.024780 |
|
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და 541 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №2-ის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს გამოგონებისა და სასარგებლოს მოდელის იმ განაცხადებზე, რომლებზეც ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაიწყება საქმისწარმოება. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები