დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 5. განაცხადზე, რომელზეც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის საქპატენტში შეტანის დროს.“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
,,მუხლი 51. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქპატენტში შესული სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, მათ შორის, იმ სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც შეეხება დადგენილების ამოქმედებამდე საქპატენტში შესულ განაცხადებს, გავრცელდეს თანდართული საფასურები.“.
3. დადგენილების №1 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი №1
გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 90 |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 120 |
| არსობრივი ექსპერტიზა | ||
| 3. | დაცვის ობიექტის დადგენა | 90 |
| 4.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე | 180 |
| 5.* | ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ¬ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე | 120 |
| 6. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 60 |
| გამოქვეყნება | ||
| 7. | გამოქვეყნება 30 გვერდამდე | 60 |
| 8. | გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე | 2 |
| პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||
| 9. | პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება | 200 |
| 10. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა | 20 |
| 11. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად | 50 |
| 12. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად | 70 |
| 13. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად | 170 |
| 14. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად | 250 |
| 15. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად | 300 |
| 16. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად | 500 |
| 17. | სამედიცინო პროდუქტისათვის გამოგონების პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნა ყოველი ერთი წლით |
100 |
| 18. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 |
| საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები | ||
| 19. | საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა | 100 |
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | ||
| 20. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 40 |
| 21. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 22. | გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად | 50 |
| 23. | სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად | 70 |
| 24. | საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე | 150 |
| 25. | პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება | 180 |
| 26. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 27. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ | 60 |
| 28. | საერთაშორისო განაცხადზე უფლებების აღდგენა | 80 |
| 29. | ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე დოკუმენტური დასკვნის გაცემის შემდეგ | 120 |
| 30. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 |
| 31. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე | 60 |
| 32. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 |
| 33. | დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან | 30 |
| 34. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 |
| 35. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 |
| 36. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 |
| 37. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე | 10 |
| 38. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 39. | ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა |
100 |
--------------------------------
4*, 5* _ თუ განაცხადზე „საქპატენტში“ წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიებისა ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.“.
4. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი №2
სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა |
90 |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით |
120 |
| არსობრივი ექსპერტიზა | ||
| 3. | დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა | 90 |
| 4. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 60 |
| გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||
| 5. | გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება |
170 |
| 6. | პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად |
50 |
| 7. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად |
70 |
| 8. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად |
170 |
| 9. | პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად |
300 |
| 10. | პატენტის მოქმედების აღდგენა | 100 |
| 11. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა | 20 |
| ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით | ||
| 12. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე | 40 |
| 13. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით |
30 |
| 14. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით |
30 |
| 15. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ |
60 |
| 16. | საერთაშორისო განაცხადზე უფლების აღდგენა | 80 |
| 17. | განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 |
| 18. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის მოთხოვნით ყოველ ერთ პატენტზე | 60 |
| 19. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
| 20. | საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა | 60 |
| 21. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 22. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 |
| 23. | აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე | 180 |
| 24. | აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე | 360 |
| 25. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე | 10 |
| 26. | ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა | 100.“. |
5. დადგენილების №3 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი №3
დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| № | ქმედება
| აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | ||
| 1. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 50 |
| 2. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე | 10 |
| 3. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით | 60 |
| 4. | ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე | 10 |
| არსობრივი ექსპერტიზა | ||
| 5. | არსობრივი ექსპერტიზა | 80 |
| 6. | არსობრივი ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე | 10 |
| გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება | ||
| 7. | ერთი დიზაინის გამოქვეყნება | 10 |
| 8. | დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება | 100 |
| 9. | დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 |
| 10. | მეორე ხუთი წლით რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება | 80 |
| 11. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 |
| 12. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით | 100 |
| 13. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 10 |
| 14. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით | 300 |
| 15. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 30 |
| 16. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით | 550 |
| 17. | რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე | 50 |
| 18. | რეგისტრაციის აღდგენა | 100 |
| ქმედებები განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით | ||
| 19. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 40 |
| 20. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის მოთხოვნით ყოველ ერთ დიზაინზე | 40 |
| 21. | გამოქვეყნების გადადება | 100 |
| 22. | შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 23. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 30 |
| 24. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ | 60 |
| 25. | განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა | 30 |
| 26. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა | 30 |
| 27. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 90 |
| 28. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 29. | ხელშეკრულების რეგისტრაცია | 100 |
| 30. | აპელაციის განხილვა | 200 |
| 31. | აპელაციის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 |
| 32. | მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა თითოეულ შესაცვლელ მოწმობაში | 20 |
| 33. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა |
20 |
| 34. | საქმისწარმოების აღდგენა | 30 |
| დაჩქარებული რეგისტრაცია | ||
| 35. | დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა | 100 |
| 36. | დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 |
| 37. | დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა | 160 |
| 38. | დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20.~. |
6. დადგენილების №4 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი №4
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
| № |
ქმედება | აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
| 1. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 90 |
| 2. | სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 3. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე | 150 |
| 4. | კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 5. | საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა | 30 |
| 6. | სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 120 |
| 7. | კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა | 310 |
| 8. | გამოქვეყნება | 60 |
| 9. | განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა | 90 |
| 10. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 150 |
| 11. | ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა | 30 |
| 12. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 300 |
| 13. | სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 50 |
| 14. | კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 550 |
|
15. | კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე | 550 |
| 16. | კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 90 |
| 17. | საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 18. | დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში | 60 |
| 19. | განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე | 60 |
| 20. | განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით | 50 |
| 21. | ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე | 60 |
| 22. | განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა | 30 |
| 23. | რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა | 30 |
| 24. | მოწმობის დუბლიკატის გაცემა | 90 |
| 25. | მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა | 30 |
| 26. | დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ | 5 |
| 27. | ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე | 90 |
| 28. | აპელაციის განხილვა სასაქონლო ნიშანზე | 200 |
| 29. | აპელაციის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე | 400 |
|
30. | მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით |
30 |
| 31. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე | 500 |
| 32. | სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე | 200 |
| 33. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება | 340 |
| 34. | სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე |
200 |
| ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის | ||
| 35. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 36. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე | 100 |
| 37. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე | 285 |
| 38. | მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე | 100.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები