„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 050030000.10.003.024049
216
07/06/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
050030000.10.003.024049
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2023 წლის 7 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასარგებლო მოდელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №2).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის იმ განაცხადებზე, რომლებზეც სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ საქმისწარმოება დაიწყო „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, 2023 წლის 2 ივნისიდან. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადებზე, რომლებზეც „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიმდინარეობს საქმისწარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ შეტანის დროს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

აშშ დოლარი    (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები)

100

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

არსობრივი ექსპერტიზა

3.*

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლამდე გამოგონების ფორმულის შემთხვევაში)

300

4.*

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლზე მეტი გამოგონების ფორმულის შემთხვევაში ყოველ დამატებით მუხლზე)

30

5*.

არსობრივი ექსპერტიზა ყოველ დამატებით მუხლზე ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ

 

30

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

6.

პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება, საპატენტო სიგელის გაცემა (30 გვერდამდე პატენტის აღწერილობა)

200

7.

პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება, საპატენტო სიგელის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

8.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად

50

9.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

70

10.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად

170

11.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად

250

12.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად

300

13.

განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად

500

14.

დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა

100

15.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 21-ე წელს

600

16.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 22-ე წელს

700

17.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 23-ე წელს

800

18.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 24-ე წელს

900

19.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 25-ე წელს

1000

20.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 26-ე წელს

1100

21.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

მიმღები უწყების როლში საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

22.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის

ან/და მესამე პირის მოთხოვნით

23.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

24.

შეტყობინება-მოთხოვნაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

25.

გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად

50

26.

სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად

70

27.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

250

28.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

29.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

30.

განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

31.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

32.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

33.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა

30

34.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

35.

სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოგონებაზე

200

36.

პატენტის სრულად ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

30

37.

პატენტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

150

38.

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)

100

39

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

40.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე

10

41.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე

2

42.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

43.

ვადის დარღვევის გამო, განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენა

100

ევროპულ საპატენტო განაცხადზე და ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ჩასატარებელი ქმედებები

44.

ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება

50

45.

ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება

30

46.

ვალიდირებული ევროპული პატენტის რეგისტრაცია, პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება და სიგელის გაცემა (30 გვერდამდე პატენტის აღწერილობა)

200

47.

ვალიდირებული ევროპული პატენტის რეგისტრაცია, პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება და სიგელის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

48.

EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ვალიდირებული ევროპული პატენტის შეცვლილი აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)

100

49.

EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ვალიდირებული ევროპული პატენტის შეცვლილი აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

50.

ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)

100

51.

ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

       

 

3.*, 4.*, 5.*,– „საქპატენტში“ ეროვნულ ფაზაში შემოსულ იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც „საქპატენტი“ მოქმედებს როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით, თუ საერთაშორისო საძიებო უწყების მიერ გაცემულია საერთაშორისო ძიების ანგარიში (ფორმა PCT/ISA/210) და წერილობითი დასკვნა (ფორმა PCT/ISA/237).

დანართი №2

სასარგებლო მოდელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

 

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები)

100

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

არსობრივი ექსპერტიზა

3.

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლამდე სასარგებლო მოდელის ფორმულის შემთხვევაში)

150

4.

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლზე მეტი სასარგებლო მოდელის ფორმულის შემთხვევაში ყოველ დამატებით მუხლზე)

15

5.

არსობრივი ექსპერტიზა ყოველ დამატებით მუხლზე ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ

15

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია და ძალის შენარჩუნება

6.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია, რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა (30 გვერდამდე რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობა)

150

7.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია, რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

8.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად

50

9.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად

70

10.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

170

11.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად

250

12.

რეგისტრაციის მოქმედების აღდგენა

100

ქმედებები განმცხადებლის, მფლობელისა და მესამე

პირის მოთხოვნით

13.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

14.

შეტყობინება-მოთხოვნაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

15.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

200

16.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

17.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

18.

განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

19.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე

60

20.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

21.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა

30

22.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

23.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

24.

სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მოდელზე

150

25.

რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის სრულად ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

30

26.

რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

75

27.

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)

50

28.

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

2

29.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ სასარგებლო მოდელზე

10

30.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

31.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული  უფლებების აღდგენა

100

32.

სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის, მათ შორის საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა სასამართლოსთვის

200.“.