„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 050030000.10.003.024614
220
09/07/2024
ვებგვერდი, 10/07/2024
050030000.10.003.024614
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №220

2024 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს სასაქონლო ნიშნის იმ განაცხადებზე, რომლებზეც სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ საქმისწარმოება დაიწყო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან. განაცხადებზე, რომლებზეც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიმდინარეობს საქმისწარმოება, მოწმობის გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ შეტანის დროს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი №4

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

აშშ დოლარი

(ეკვივალენტი ეროვნულ

 ვალუტაში)

1.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

90

2.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

3.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

150

4.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

5.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

30

6.

სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

120

7.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

310

8.

სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება

60

9.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის გამოქვეყნება

60

10.

განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

90

11.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და 10 წლით ძალის შენარჩუნება

150

12.

ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

30

13.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ერთ კლასზე

300

14.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე  

50

15.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და 10 წლით ძალის შენარჩუნება

550

16.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის 1 კლასზე

550

17.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

18.

საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

19.

დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

20.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

60

21.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი 1 თვით

50

22.

ცვლილებების შეტანა რეესტრში 1 მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე

60

23.

მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე წარდგენილი ეროვნული განაცხადი

60

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

90

27.

მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა

30

28.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

29.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე

90

30.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა სასაქონლო ნიშანზე

200

31.

სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე

400

32.

მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით

30

33.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

200

34.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

260

35.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

300

36.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

390

37.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

 

38.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

39.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

40.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე  განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

41.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება

 

340

42.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება

660

43.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

100

44.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

130

45.

სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფა ორ ან ორზე მეტ განაცხადად ან სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის  გაერთიანება

60

46.

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაყოფა, თითოეულ გამოყოფილ სასაქონლო ნიშანზე

150

47.

რეგისტრაციის შემდგომ დაყოფილი სასაქონლო ნიშნების ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანება

60

48.*

სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვლის დაზუსტება საქონლის ყოველ ერთ კლასზე

50

 

ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის

ქმედება

შვეიცარიული ფრანკი

(ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

49.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე 10 წლით  საქონლის ერთ კლასზე

314

50.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

115

51.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო 10 წლით, საქონლის ერთ კლასზე

314

52.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო 10 წლით საქონლის ერთზე მეტ კლასზე

115.“.

 



48.* ეს საფასური გადაიხდება „„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N4048-XIVმს-Xმპ, სსმ, ვებგვერდი, 07/03/2024) მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 2025 წლის 9 მარტამდე აღნიშნული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე.