„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

  • Word
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 24/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
43
24/01/2005
სსმ, 7, 24/01/2005
270.090.000.08.002.003
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/01/2005 - 02/02/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №43

2005 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

აღმასრულებელ ხელისუფლებაში შრომის ანაზღაურების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3600 ლარით.

3. საქართველოს მთავრობის წევრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2980 ლარით.

4. საქართველოს მთავრობის წევრის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისად 2000 და 1950 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისად 2200 და 2100 ლარით.

6. დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არა უმეტეს საქართველოს მთავრობის წევრის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობისა.

7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი).

8. ეს ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის 21 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი