„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 14/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
  • Word
521
12/09/2007
სსმ, 129, 14/09/2007
270.090.000.08.002.004
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №521

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 80) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარით.

4. საქართველოს მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეთა, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.

5. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 (ორი ათას სამასი) ლარით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი