დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 112 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 10/02/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/02/2006 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 00000.00(0).000.000000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2005 წელი, №7, მუხ. 80) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3000 ლარით.
4. საქართველოს მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2500 ლარით.
5. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 ლარით.“.
2. ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების გაცემა განხორციელდეს „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
3. ბრძანებულება ძალაშია 2006 წლის 1 თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები