„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
77
01/02/2010
სსმ, 14, 05/02/2010
0000.00.00.000000
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №77

2010 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 80) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს მთავრობის წევრისათვის პრემია გაიცემა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობის წევრი ინფორმაციას აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს მთავრობის წევრისათვის პრემიის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ასევე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი