დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 483 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 14/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 18/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.42.047.010.454 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/06/2007 - 24/02/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.010.454
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №483
2007 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუში (დანართი №1).
2. სამსახურის კადრების სამმართველომ საკონტრაქტო სამსახურში მისაღებ კანდიდატებთან კონტრაქტის გაფორმება აწარმოოს დანართით გათვალისწინებული ნიმუშის მიხედვით.
3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგილეებს და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 28 მაისის №17 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №55, მუხ. 477).
5. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს კადრების სამმართველოს კურატორმა სამსახურის უფროსის მოადგილემ.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ო. ქველიძე
დანართი №1
(ნიმუში 3 ფურცლად)
კონტრაქტი №
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ
თავი I
კონტრაქტის მხარეები
მუხლი 1
ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის (ან მისი მოადგილის), ______________________________________________________ სახით (შემდგომში – სამსახური) და, მეორე მხრივ, წვევამდელი ______________________________________
______________________________________________________ __________ (შემდგომში – კონტრაქტორი)
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:
თავი II
კონტრაქტის საგანი
მუხლი 2
კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება.
თავი III
კონტრაქტის ძალაში შესვლისა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) პირობები
მუხლი 3
კონტრაქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად, კონტრაქტორის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება მისი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან.
მუხლი 5
საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა (მიღება) განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.
თავი IV
მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
მუხლი 6
სამსახური ვალდებულია:
ა) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) შემდეგ, უზრუნველყოს კონტრაქტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საშტატო კატეგორიით დადგენილი ოდენობით. (თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სამსახური კონტრაქტორს უზრუნველყოფს კვებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სამსახურის ბაზაზე არსებულ ყაზარმაში ცხოვრებით);
ბ) გააცნოს კონტრაქტორს საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ მოთხოვნები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;
გ) განახორციელოს კონტროლი კონტრაქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;
დ) საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში შესაბამისი ცნობების გაგზავნა ამ კონტრაქტორის ნამსახურების აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.
მუხლი 7
კონტრაქტორი ვალდებულია:
ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;
ბ) მტკიცედ დაიცვას სადისციპლინო მოთხოვნები, სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი;
გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 8
კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
მუხლი 9
კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ___________ თვით.
მუხლი 10
კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა;
ბ) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.
თავი VI
კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები
მუხლი 11
კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
მუხლი 12
კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 13
კონტრაქტორის ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით ნამსახურები ვადა არ ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში და პირი სამხედრო ვალდებულების მოხდას დაექვემდებარება ჩვეეულებრივი წესით.
მუხლი 14
თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის კადრების სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
მუხლი 15
კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
დამატებითი პირობები
მუხლი 16
კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, ორ, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე, ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური კონტრაქტორი
სამსახურის რეკვიზიტები
_____________________ _____________________
_____________________ _____________________
_____________________ _____________________
_____________________ _____________________
_____________________ _____________________
„___“ „__________“ 20 წ. „__“ „_____________ 20 წ.
ბ.ა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები