„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1250
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 26/10/2011
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111027005, 01/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016015
  • Word
1250
26/10/2011
ვებგვერდი, 111027005, 01/11/2011
140080000.42.047.016015
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1250

2011 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუში:

ა) 1 დანართის შესაბამისად მოკლევადიანი კონტრაქტი;

ბ) 2 დანართის შესაბამისად გრძელვადიანი კონტრაქტი.

2. სამსახურის კადრების მთავარმა სამმართველომ საკონტრაქტო სამსახურში მისაღებ კანდიდატებთან კონტრაქტის გაფორმება აწარმოოს შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნიმუშების მიხედვით.”.

2. ბრძანების 1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

კონტრაქტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ

(მოკლევადიანი კონტრაქტი)

თავი I

კონტრაქტის მხარეები

    მუხლი 1

ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის (ან მისი მოადგილის), ______________________________ სახით (შემდგომში – „სამსახური“) და, მეორე მხრივ, წვევამდელი _______________________ _ ________ (შემდგომში – „კონტრაქტორი“) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:

თავი II

კონტრაქტის საგანი

    მუხლი 2

კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ, საკონტრაქტო პირობების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება.

თავი III

კონტრაქტის ძალაში შესვლისა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) პირობები

    მუხლი 3

კონტრაქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.

    მუხლი 4

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად, კონტრაქტორის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება მისი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან.

    მუხლი 5

საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა (მიღება) განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.

თავი IV

მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

    მუხლი 6

სამსახური ვალდებულია:

ა) თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში უზრუნველყოს კონტრაქტორი კვებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სამსახურის ბაზაზე არსებულ ყაზარმაში ცხოვრებით;

ბ) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) შემდეგ, უზრუნველყოს კონტრაქტორი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, აღჭურვილობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ფულადი ანაზღაურებით;

გ) გააცნოს კონტრაქტორს საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ მოთხოვნები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;

დ )განახორციელოს კონტროლი კონტრაქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ე) საკონტრაქტო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში ცნობის გაგზავნა საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობის საფუძველზე კონტრაქტორისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლილად ჩათვლის მიზნით.

    მუხლი 7

კონტრაქტორი ვალდებულია:

ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;

ბ )იმსახუროს დანიშნულ თანამდებობაზე, მტკიცედ დაიცვას სადისციპლინო მოთხოვნები, სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი;

გ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, აანაზღაუროს მისი ბრალეულობით სამსახურსათვის მიყენებული ზიანი;

დ) ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 8

კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები

    მუხლი 9

კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ________ ___ თვით.

    მუხლი 10

კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.

    მუხლი 11

კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.

    მუხლი 12

კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების საფუძველზე, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.

    მუხლი 13

1. კონტრაქტორი თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:

ა) საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;

ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.

2. კონტრაქტორი ვალდებულია დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს 6 (ექვს) თვის ვადაში, გარდა დადგენილი წესით ვადის გაგრძელების ან განაწილვადებისა და სამსახურში წარმოადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 14

1. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღინიშნება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და შეწყვეტის თარიღი.

2. მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას, წერილობით შეტყობინებაში დამატებით აღინიშნება:

ა) დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე;

ბ) თანხის გადახდის ვადის, რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღიდან, ამოწურვის თარიღი.

3. კონტრაქტორი შეტყობინების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.

    მუხლი 15

კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

მხარეთა რეკვიზიტები

    მუხლი 16

კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.

სამსახური:                                                                                           კონტრაქტორი:

____________ ______________                                                   ____________ ______ __ ______

____________ ______________                                                    ____________ _ ______________  

____________ ______________                                                    ____________ ________________

____________ ______________                                                    ____________________ ________

„___“ „__________“ 20წ.                                                              „_ _“ „_____________ 20წ.

 (ბ.ა)

3.ბრძანებას დაემატოს 2 დანართი შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

კონტრაქტი ––––

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ

(გრძელვადიანი კონტრაქტი)

თავი I

კონტრაქტის მხარეები

    მუხლი 1

ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის (ან მისი მოადგილის), ______________________________ სახით (შემდგომში – „სამსახური“) და, მეორე მხრივ, წვევამდელი ______________________ _ ________ (შემდგომში – „კონტრაქტორი“) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:

თავი II

კონტრაქტის საგანი

    მუხლი 2

კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ, საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელვადიანი კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

თავი III

კონტრაქტის ძალაში შესვლისა და საკონტრაქტო სამსახურში  ჩარიცხვის (მიღების) პირობები

    მუხლი 3

კონტრაქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.

    მუხლი 4

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად, კონტრაქტორის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება მისი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან.

    მუხლი 5

საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა (მიღება) განხორციელდება შესაბამისი შესარჩევი ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.

თავი IV

მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

    მუხლი 6

სამსახური ვალდებულია:

ა) თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში უზრუნველყოს კონტრაქტორი კვებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სამსახურის ბაზაზე არსებულ ყაზარმაში ცხოვრებით;

ბ) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) შემდეგ, უზრუნველყოს კონტრაქტორი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, აღჭურვილობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ფულადი ანაზღაურებით;

გ) გააცნოს კონტრაქტორს საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ მოთხოვნები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;

დ) განახორციელოს კონტროლი კონტრაქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ე) საკონტრაქტო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში ცნობის გაგზავნა საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობის საფუძველზე კონტრაქტორისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლილად ჩათვლის მიზნით.

    მუხლი 7

კონტრაქტორი ვალდებულია:

ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;

ბ) იმსახუროს დანიშნულ თანამდებობაზე, მტკიცედ დაიცვას სადისციპლინო მოთხოვნები, სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი;

გ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, აანაზღაუროს მისი ბრალეულობით სამსახურსათვის მიყენებული ზიანი;

დ) ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 8

კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები

    მუხლი 9

კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ___ _ _ _ _ _ _ __ -ით.

                                                                                                    (წელი, თვე)

    მუხლი 10

კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.

    მუხლი 11

კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.

    მუხლი 12

კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების საფუძველზე, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.

    მუხლი 13

1. კონტრაქტორი თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:

ა) საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;

ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს და სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, სპეციალურ მომზადებაზე და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.

2. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს კონტრაქტის მოქმედების:

ა) პირველ წელს შეწყვეტის შემთხვევაში 4000 (ოთხი ათას) ლარს;

ბ) მეორე წელს შეწყვეტის შემთხვევაში 3000 (სამი ათას) ლარს;

გ) მესამე წელს შეწყვეტის შემთხვევაში 2000 (ორი ათას) ლარს;

დ) მეოთხე წელს შეწყვეტის შემთხვევაში 1000 (ათას) ლარს.

3. კონტრაქტორი ვალდებულია დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს განსაზღვრულ ვადაში, გარდა დადგენილი წესით ვადის გაგრძელების ან განაწილვადებისა და სამსახურში წარმოადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:

ა) 18 (თვრამეტი) თვის ვადაში თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ბ) 12 (თორმეტი) თვის ვადაში თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან ერთ წლის შემდგომ პერიოდში არა უმეტეს 2 წლისა;

გ) 6 (ექვსი) თვის ვადაში თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის შემდგომ პერიოდში.

    მუხლი 14

1. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღინიშნება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და შეწყვეტის თარიღი.

2. მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას, წერილობით შეტყობინებაში დამატებით აღინიშნება:

ა) დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე;

ბ) თანხის გადახდის ვადის, რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღიდან, ამოწურვის თარიღი.

3. კონტრაქტორი შეტყობინების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.

    მუხლი 15

კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

მხარეთა რეკვიზიტები

    მუხლი 16

კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.

სამსახური:                                                                                      კონტრაქტორი:

____________ ______________                                                    ____________ ______ __ ______

____________ ______________                                                    ____________ _ ______________  

____________ ______________                                                    ____________ ________________

____________ ______________                                                    ___________________________ _

„___“ „__________“ 20წ.                                                              „_ _“ „_____________ 20წ.

                                            (ბ.ა)”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი                 თ. ჯანაშია