დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016006 |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის ბრძანება №194
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის კადრების მთავარმა სამმართველომ საკონტრაქტო სამსახურში მისაღებ კანდიდატებთან კონტრაქტის გაფორმება აწარმოოს დანართით გათვალისწინებული ნიმუშის მიხედვით.“.
2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს კადრების მთავარი სამმართველოს კურატორმა სამსახურის უფროსის მოადგილემ.“.
3. კონტრაქტის ნიმუშის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ჯანაშია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები