დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77054 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 07/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016078 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ 83, 18.06.2007წ., სარეგ. N140.080.000.42.047.010.454) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანების
პირველი
პუნქტის
„ა
” ქვეპუნქტით
დამტკიცებული
დანართი
№1 ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
„დანართი №1 კონტრაქტი № სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ (მოკლევადიანი კონტრაქტი ) თავი I კონტრაქტის მხარეები მუხლი 1. ერთი მხრივ , საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – „სამსახური “) სამსახურის უფროსის (ან სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი პირის ) ______________________________ სახით და, მეორე მხრივ, წვევამდელი _______________________________ (შემდგომში – „კონტრაქტორი “) საქართველოს კანონის - „თავდაცვის კოდექსი “ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით : თავი II კონტრაქტის საგანი მუხლი 2 კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ , საკონტრაქტო პირობების შესაბამისად , საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება . თავი III კონტრაქტის ძალაში შესვლისა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების ) პირობები მუხლი 3 კონტრაქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან . მუხლი 4 წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად კონტრაქტორის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება მისი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის , სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან . მუხლი 5 საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა (მიღება ) განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ -პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლის შემთხვევაში . არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს . თავი IV მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მუხლი 6 სამსახური ვალდებულია : ა ) თეორიულ -პრაქტიკული სწავლების პერიოდში უზრუნველყოს კონტრაქტორი კვებით , პირველადი სამედიცინო დახმარებით და სამსახურის ბაზაზე არსებულ ყაზარმაში ცხოვრებით ; ბ ) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების ) შემდეგ უზრუნველყოს კონტრაქტორი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით , სპეციალური ფორმის ტანსაცმლით , აღჭურვილობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ფულადი ანაზღაურებით ; გ ) გააცნოს კონტრაქტორს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნები , აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები ; დ ) განახორციელოს კონტროლი კონტრაქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე ; ე ) საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ უწყებაში /უწყებებში ცნობის გაგზავნა საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობის საფუძველზე , კონტრაქტორისათვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლილად ჩათვლის მიზნით . მუხლი 7 კონტრაქტორი ვალდებულია : ა ) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ -პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი ; ბ ) იმსახუროს დანიშნულ თანამდებობაზე , მტკიცედ დაიცვას სადისციპლინო მოთხოვნები , სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი ; გ ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ მატერიალურ -ტექნიკურ საშუალებებს , აანაზღაუროს მისი ბრალეულობით სამსახურისათვის მიყენებული ზიანი ; დ ) ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით , სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები . მუხლი 8 კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად . თავი V კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები მუხლი 9 კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ________ ___ თვით . მუხლი 10 კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია : ა ) კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა ; ბ ) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა . მუხლი 11. კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე -5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან /და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების საფუძველზე . მუხლი 12 კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების საფუძველზე , რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები . მუხლი 13 1. კონტრაქტორი თავისი ინიციატივით (თვითნებურად ) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში : ა ) საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას , კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად ; ბ ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა , რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი ) ლარის ოდენობით , აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე , ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე , თეორიულ -პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს. 2. კონტრაქტორი ვალდებულია დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს 6 (ექვსი ) თვის ვადაში , გარდა დადგენილი წესით ვადის გაგრძელების ან განაწილვადებისა და სამსახურში წარმოადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება , თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ -პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე . მუხლი 14 1. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში , კონტრაქტორი სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი ) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმათველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას , რომელშიც აღინიშნება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და შეწყვეტის თარიღი . 2. მე -13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში , კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას წერილობით შეტყობინებაში დამატებით აღინიშნება : ა ) დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე ; ბ ) თანხის გადახდის ვადის , რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღიდან ამოწურვის თარიღი . 3. კონტრაქტორი შეტყობინების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით . მუხლი 15 კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . თავი VI მხარეთა რეკვიზიტები მუხლი 16 კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე , ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად , თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის .
|
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 კონტრაქტი № –––– სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ (გრძელვადიანი კონტრაქტი) თავი I კონტრაქტის მხარეები მუხლი 1 ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) სამსახურის უფროსის (ან სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი პირის) ______________________________ სახით და, მეორე მხრივ, წვევამდელი ________________________________ (შემდგომში – „კონტრაქტორი“) საქართველოს კანონის -„თავდაცვის კოდექსი“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით: თავი II კონტრაქტის საგანი მუხლი 2 კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელვადიანი კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თავი III კონტრაქტის ძალაში შესვლისა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) პირობები მუხლი 3 კონტრაქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან. მუხლი 4 წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად, კონტრაქტორის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება მისი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან. მუხლი 5 საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა (მიღება) განხორციელდება შესაბამისი შესარჩევი ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს. თავი IV მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მუხლი 6 სამსახური ვალდებულია: ა) თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში უზრუნველყოს კონტრაქტორი კვებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სამსახურის ბაზაზე არსებულ ყაზარმაში ცხოვრებით; ბ) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის (მიღების) შემდეგ, უზრუნველყოს კონტრაქტორი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, აღჭურვილობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ფულადი ანაზღაურებით; გ) გააცნოს კონტრაქტორს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; დ) განახორციელოს კონტროლი კონტრაქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; ე) საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ უწყებაში/უწყებებში ცნობის გაგზავნა საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობის საფუძველზე კონტრაქტორისათვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლილად ჩათვლის მიზნით. მუხლი 7 კონტრაქტორი ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი; ბ) იმსახუროს დანიშნულ თანამდებობაზე, მტკიცედ დაიცვას სადისციპლინო მოთხოვნები, სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი; გ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, აანაზღაუროს მისი ბრალეულობით სამსახურისათვის მიყენებული ზიანი; დ) ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 8 კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები მუხლი 9 კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ___ _ _ _ _ _ _ __ -ით. (წელი, თვე) მუხლი 10 კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა; ბ) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. მუხლი 11 კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან/და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების საფუძველზე. მუხლი 12 კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების საფუძველზე, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. მუხლი 13 1. კონტრაქტორი თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში: ა) საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად; ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე, სპეციალურ მომზადებაზე და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს; 2. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს კონტრაქტის მოქმედების: ა) პირველ წელს შეწყვეტის შემთხვევაში – 4000 (ოთხი ათას) ლარს; ბ) მეორე წელს შეწყვეტის შემთხვევაში – 3000 (სამი ათას) ლარს; გ) მესამე წელს შეწყვეტის შემთხვევაში – 2000 (ორი ათას) ლარს; დ) მეოთხე წელს შეწყვეტის შემთხვევაში – 1000 (ათას) ლარს. 3. კონტრაქტორი ვალდებულია დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს განსაზღვრულ ვადაში, გარდა დადგენილი წესით ვადის გაგრძელების ან განწილვადებისა და სამსახურში წარმოადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ: ა) 18 (თვრამეტი) თვის ვადაში – თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში; ბ) 12 (თორმეტი) თვის ვადაში – თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდგომ პერიოდში არაუმეტეს 2 წლისა; გ) 6 (ექვსი) თვის ვადაში – თუ კონტრაქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის შემდგომ პერიოდში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე. მუხლი 14 1. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღინიშნება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და შეწყვეტის თარიღი. 2. მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას, წერილობით შეტყობინებაში დამატებით აღინიშნება: ა) დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე; ბ) თანხის გადახდის ვადის, რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღიდან, ამოწურვის თარიღი. 3. კონტრაქტორი შეტყობინების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. მუხლი 15 კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI მხარეთა რეკვიზიტები მუხლი 16 კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
სამსახური: კონტრაქტორი: ____________ ______________ ____________ ______ __ ______ ____________ ______________ ____________ _ ______________ ____________ ______________ ____________ ________________ ____________ ______________ ____________________ ________ „___“ „__________“ 20–წ. „_ _“ „_____________ 20–წ.
(ბ.ა)“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები