დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1135 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 01/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016022 |
საქართველოს სახელმწიფო დ აცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №1135
2012 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) მე-13 მუხლში :
ა.ა) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს”;
ა.ბ.) დამატებულ იქნეს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე”;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2) მე-13 მუხლში:
ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე, სპეციალურ მომზადებაზე და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს”;
ბ. ბ) დამატებულ იქნეს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე .”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის უფროსი
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი თ. ჯანაშია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები