„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 13/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 390.130.000.10.003.000.662
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
06/02/2007
სსმ, 20, 13/02/2007
390.130.000.10.003.000.662
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2007 - 18/07/2007)

„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   დამტკიცდეს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე

    მუხლი 1. დებულების მიზანი

დებულება განსაზღვრავს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი ველურად მზარდი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი ორგანო).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა, თუ სოჭის გირჩის, თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის.

2. არასაექსპორტო მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

3. ექსპორტისათვის სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება არ საჭიროებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი პირის მიერ წლის განმავლობაში სოჭის გირჩის საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 5 კგ-ს (სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობა შეადგენს სოჭის გირჩის წონის 10%-ს), ხოლო თეთრყვავილას ბოლ-ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს.

4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

5. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე სულ გვიან ერთ თვეში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება.

7. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე სულ გვიან ერთ თვეში.

8. აუქციონის გამართვამდე ლიცენზიის გამცემი ორგანო:

ა) სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე ყოველწლიურად 15 აპრილიდან 15 მაისამდე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სატყეო დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის წარდგინებით ადგენს სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობას.

9. ლიცენზიის გამცემმა ორგანომ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით.

10. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.

11. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

13. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი სამინისტროს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. განაცხადს თან უნდა დაერთოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

    მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ლიცენზიის ყვე-ლა მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებს ვალდებულებას შეასრულოს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე სულ გვიან 15 დღეში.

3. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვმდებარება.

4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

    მუხლი 7. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ძალაშია მისი გაცემის დღიდან და წყვეტს მოქმედებას მისი გაცემის წლის 31 დეკემბერს.

2. ლიცენზია ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის შემთხვევაში გაიცემა სულ ბევრი 5 წლის ვადით.

    მუხლი 9. სოჭის გირჩის ექსპორტი

კომერციული მიზნით სოჭის გირჩის ან სოჭის თესლის ექსპორტისას ექსპორტიორი ვალდებულია იქონიოს თავის სახელზე გაცემული ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტს ახორციელებს არალიცენზიანტი, ის ვალდებულია იქონიოს ლიცენზიანტთან გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის“ ასლი.

 

17. 28/11/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 03/12/2025 16. 10/06/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 306 - ვებგვერდი, 13/06/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 22/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 475 - ვებგვერდი, 23/09/2021 14. 29/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 283 - ვებგვერდი, 01/06/2018 13. 11/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 391 - ვებგვერდი, 15/08/2017 12. 26/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 252 - ვებგვერდი, 26/03/2014 11. 23/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 99 - ვებგვერდი, 26/03/2012 10. 07/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 12/03/2012 9. 18/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 428 - ვებგვერდი, 111122019, 22/11/2011 8. 11/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 390 - ვებგვერდი, 111017018, 17/10/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 352 - ვებგვერდი, 110927005, 28/09/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 28/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 292 - სსმ, 127, 04/10/2010 5. 21/09/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 172 - სსმ, 115, 22/09/2009 4. 29/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 200 - სსმ, 143, 30/09/2008 3. 17/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 66 - სსმ, 41, 19/03/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 17/12/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 283 - სსმ, 180, 20/12/2007 1. 18/07/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 146 - სსმ, 103, 19/07/2007