„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 390130000.10.003.023518
306
10/06/2022
ვებგვერდი, 13/06/2022
390130000.10.003.023518
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №306

2022 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში (სსმ III, №20, 13/02/2007)   შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობას (კვოტას) ადგენს სააგენტო. სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობა განისაზღვრება სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიით.“.

2.  მე-3 მუხლის 82 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 და 84 პუნქტები:

„83. სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობის დადგენის მიზნით, სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

84. სალიცენზიო ფართობზე კვლევის შედეგად დადგენილი სოჭის გირჩის მსხმოიარობის არარსებობისას ან სიმცირისას, სააგენტოს უფლება აქვს, უარი თქვას კვოტის დამტკიცებაზე ან დაამტკიცოს შემცირებული კვოტა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია:

ა) დადგენილი წესით გაგრძელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა;

ბ) აუქციონზე შეძენილი წლიური კვოტა ან მისი ნაწილი დაემატოს მომდევნო წლის/წლების წლიურ კვოტას (რესურსის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამინისტროს თანხმობით, სააგენტოს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის დროებით ადგილმონაცვლეობა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებითა და კვოტის დაცვით შესაძლებელი იქნება რესურსის მოპოვება.“.

4. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის მოპოვებისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები

სოჭის გირჩის მომპოვებელი „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობა (კვოტა), რომელიც ყოველწლიურად დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ;

ბ) სალიცენზიო ფართობზე სოჭის გირჩის დამზადება აწარმოოს სექტემბერ-ოქტომბერში;

გ) კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში დაიცვას სალიცენზიო ფართობი უკანონო ტყით სარგებლობისაგან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ; შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  ყოველწლიურად, 1 სექტემბრამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მიმართოს ტყის მართვის ორგანოს სალიცენზიო ფართობის გადმობარების, ხოლო 1 ნოემბრამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა – გადაბარებისათვის; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ასევე უზრუნველყოს გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით დაბრუნება ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში;

დ) უზრუნველყოს გირჩის კრეფის დროს ხეების დაზიანებისგან დაცვა;                   

ე) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს, განახორციელოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (გარდა სამეურნეო ჭრებისა);  სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ტარდება ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების შემდეგ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადაიხადოს სოჭის გირჩით სარგებლობის რეგულირების საფასური;

ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს წლიური ანგარიში;

თ) სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მოპოვებული სოჭის გირჩიდან მიღებული არა უმეტეს 10 000 სოჭის ნერგის გაშენებისათვის საჭირო სოჭის თესლი უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამისი პროექტის/სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ პირს.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფლება აქვს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ლიცენზიის მაძიებელს (ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ან ლიცენზიის ვადის გაგრძელებისას – ლიცენზიის მფლობელს) განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. გაცემული ლიცენზიის შემთხვევაში, დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.“.

7.  81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

მუხლი 82. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობისათვის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობისათვის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემის მიზნით, განმცხადებელი სააგენტოს წარუდგენს:

ა) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით უნდა განისაზღვროს მოსაპოვებელი რესურის ოდენობა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის გადასაცემი ტერიტორია/ტერიტორიის ნაწილი (ლიტერი/ლიტერები), რომელიც პროპორციული უნდა იყოს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობასთან;

ბ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;

გ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, გადასაცემ სალიცენზიო ფართობზე არსებული რესურსის შესწავლის/კვლევის ანგარიში სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა გადაცემული ფართობის დადგენილი წესით მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სოჭის გირჩის ექსპორტი

კომერციული მიზნით სოჭის გირჩის ან სოჭის თესლის ექსპორტისას ექსპორტიორი ვალდებულია, იქონიოს თავის სახელზე გაცემული ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტს ახორციელებს არალიცენზიატი, ის ვალდებულია, იქონიოს ლიცენზიატთან გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ან იჯარის ხელშეკრულება და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის“ ასლი.“.

მუხლი 2
1. 2022 წელს სალიცენზიო ფართობზე წლიური მოპოვების კვოტის განსაზღვრის მიზნით, სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იხელმძღვანელოს 2020-2021 წლებში ჩატარებული კვლევებით („საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოჭნარი კორომების თესლმსხმოიარობის შესწავლა და ყოველწლიური მოსაპოვებელი კვოტის დადგენა“).

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წლიური კვოტის დადგენის მიზნით განახორციელოს კვლევის ჩატარება, რომელიც ხორციელდება ამ დადგენილების შესაბამისად დამტკიცებული სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების   მეთოდოლოგიის საფუძველზე.

3. ამ მუხლის შესაბამისად, ლიცენზიატის მიერ კვლევის წარდგენის საფუძველზე დამტკიცებული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ლიცენზიატის მიერ 2007 – 2021 წლებში მოპოვებული სოჭის გირჩის საშუალო ოდენობას (35,7 ტონა სოჭის გირჩი).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი