დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111017018, 17/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390130000.10.003.016550 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №390
2011 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ., მუხ. 224) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 – 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით (სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გაცემის მიზნით შეიძლება გაიმართოს ელექტრონული აუქციონი სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით).
5. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.
7. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში (ხოლო ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge), აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
8. სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას.
81. სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობასა და სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობას ადგენს სააგენტო.“;
ბ) მე-9 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.
11. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.
12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
13. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობის ფორმას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.“.
5. მე-7, მე-8 და 81 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აუქციონის საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით, ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20 წლის ვადით.
2. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
მუხლი 81. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“.
6. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამისად სააგენტო ან სასამართლო.“.
7. 92 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები