,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.130.000.10.003.001.010
  • Word
66
17/03/2008
სსმ, 41, 19/03/2008
390.130.000.10.003.001.010
,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2008 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2007 წ., №20, მუხლი 224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი ორგანო).“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუქციონი ცხადდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.“;

გ) დებულების მე-3 მუხლის მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აუქციონის გამართვამდე ლიცენზიის გამცემი ორგანო:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე ყოველწლიურად ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე ადგენს სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობას.

81. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობას ყოველწლიურად ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.“;

დ) დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ე) დებულების მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების სარგებლობის ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს ლიცენზიის გამცემი ორგანო.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.“;

ზ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.“;

თ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20 წლის ვადით.“;

ი) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.“;

კ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. ლიცენზიის გაუქმება

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.“;

ლ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

     „მუხლი 92. ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.“.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემული ლიცენზიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასა და მათში ცვლილებების შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ვ. გურგენიძე