,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.130.000.10.003.001.145
  • Word
200
29/09/2008
სსმ, 143, 30/09/2008
390.130.000.10.003.001.145
,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახე­ობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყო­ჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №20, მუხლი 224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება და დამატება:

ა) დებულების 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.“;

ბ) დებულებას დაემატოს მე-10 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. გარდამავალი დებულება

1. სოჭის გირჩის ექსპორტისათვის „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ვე­ლუ­რი ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრ­­ყვა­ვილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარ­გებლობის ლიცენზიის მფლობელს მიენიჭოს უფლება 2008 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტის ფარგ­ლებში.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის მფლო­ბელი ვალდებულია ჩატარებული კვლევის შედეგად სამინის­ტროს მიაწო­დოს ინფორ­მაცია 2008 წლის სეზონისათვის საქარ­თველოს მთელ ტე­რი­­ტორაზე არსებული სოჭის გირჩის კვოტის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენ­ზიატი რესურსით სარგებლობის დაწყებამდე ვალდებულია სამი­ნისტროს მიერ განსაზღვრული კვოტით გათვალისწინებული თითოეული ტონა სოჭის გირჩისათვის (გარდა ამ დადგენილების ძალაში შესვლამ­დე ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტო­რიაზე არსებული რესურსისა) სახელმწიფო ბიუჯეტში გადაი­ხადოს თანხა სოჭის გირჩი­სათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებ­ლობისათვის მოსაკრებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკ­რებლის ორმაგი ოდენობით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე