საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 18/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.026.011.759
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
223
16/04/2008
სსმ, 59, 18/04/2008
010.330.000.22.026.011.759
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/04/2008 - 18/05/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.026.011.759

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №223

2008 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქარ-თველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:

ა) მე­და­ლი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი) (დანართი №1);

ბ) მე­და­ლი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი) (დანართი №2);

გ) მე­და­ლი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი) (დანართი №3);

დ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი №4);

ე) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი №5);

ვ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი №6);

ზ) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი №7);

თ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი №8);

ი) მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი №9);

კ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი №10).

2.    დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №11).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს №236 ბრძანება.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

 

დანართი №1

მე­და­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს

სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის“

(III ხარისხი)

         

მედ­ლით და­ჯილ­დო­ე­ბის წე­სი

1. III ხარისხის მედ­ლით „სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილ­დოვ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, 5 წლის უმწიკვლო სამსახური­სათ­ვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. მასალა – ლითონი ბრინჯაოს შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – ვარ­სკვლავ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო (ისტორიული) დრო­შის სამ­ხედ­რო ვერ­სი­ის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წრე­ში (ფიგუ­რას ეწო­დე­ბა ,,ჯვა­რი გორ­გას­ლი­ან-და­ვი­თი­ა­ნი“);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა უმწიკვლო სამსახურისათვის. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით ,,სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამსახუ­რი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის მი­ნის­ტრი.


 

და­ნარ­თი №2

მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის “

(II ხარისხი)

მედლით დაჯილდოების წესი

1. II ხარისხის მედ­ლით „სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილ­დოვ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი 10 წლის უმ­წიკ­ვლო სამსახური­სათ­ვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – ვარ­სკვლავ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო (ისტორიული) დრო­შის სამ­ხედ­რო ვერ­სი­ის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წრე­ში (ფიგურას ეწო­დე­ბა ,,ჯვა­რი გორ­გას­ლი­ან-და­ვი­თი­ა­ნი“);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „უმწიკვლო სამსახურისათვის. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამსახუ­რი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის მი­ნის­ტრი.


 

და­ნარ­თი №3

მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“

(I ხარისხი)

 

მედლით დაჯილდოების წესი

1. I ხარისხის მედ­ლით „სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილ­დოვ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი 15 წლის უმ­წიკ­ვლო სამსახურისათ­ვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – ვარ­სკვლავ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო (ისტორიული) დრო­შის სამ­ხედ­რო ვერ­სი­ის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წრე­ში (ფიგურას ეწო­დე­ბა ,,ჯვა­რი გორ­გას­ლი­ან-და­ვი­თი­ა­ნი“);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „უმწიკვლო სამსახურისათვის. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამსახუ­რი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დოებს სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის მი­ნის­ტრი.


დანართი №4

მედალი

„სამშობლოსათვის თავდადებული“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის რო­გორც საო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ისე მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ლო­მი (რე­ლი­ე­ფი) – ,,კოლ­ხუ­რი თეთ­რი­დან“;

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „ლომგული. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილდოებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.


 დანართი5

მედალი

„ქაქუცა ჩოლოყაშვილი“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს საქართვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და დაც­ვის საქ­მე­ში გამოჩენი­ლი თვალსა­ჩი­ნო დამსახურებები­სათ­ვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი რელიეფური პორ­ტრე­ტი (პრო­ფილ­ი);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „ქაქუცა. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ს აჯილ­დო­ებს საქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

 

 

 

 

 

 

დანართი 6

მედალი

„საბრძოლო იარისათვის“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „საბ­რძო­ლო ია­რი­სათ­ვის“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შესრულები­სას და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მი­­ღებული ჭრილობებისა ან სხე­უ­ლის სხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბებისათვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – რა­ინ­დის ფა­რი რე­ლი­ე­ფუ­რი (დი­ა­გო­ნალ­ზე) ,,მახ­ვი­ლით“;

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „იარა. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „საბ­რძო­ლო ია­რი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს საქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

მედალი

„გენერალი კვინიტაძე“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტა­ბისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მმართველობისა და შტაბების ოფიც­რებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბის მმართვე­ლო­ბი­სა და შტა­ბე­ბის ოფიც­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბრი­გა­დე­ბი­სა და ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის (დი­ვი­ზი­ო­ნე­ბის, ეს­კად­რი­ლი­ე­ბის) მმარ­თვე­ლო­ბი­სა და შტა­ბე­ბის ოფიც­რე­ბს საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა და ჯარე­ბის მა­ღა­ლი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის.

2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი რელიეფური პორ­ტრე­ტი (პრო­ფი­ლი);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „გენერალი კვინიტაძე. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილდოებს საქართვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

 

 

 

 

                                                       დანართი №8

მედალი

„სიცოცხლის გადარჩენისათვის“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „სი­ცოც­ხლის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს:

ა) სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, სა­კუ­თა­რი სი­ცოც­ხლის რის­კის ფა­სად, საომარი მოქ­მე­დე­ბე­ბის რა­ი­ონ­ში მყო­ფი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის ან დაჭ­რი­ლი სამხედრო მოსამსახუ­რე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნისთვის;

ბ) მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საკუ­თა­რი სი­ცოც­ხლის რის­კის ფა­სად გა­დარ­ჩე­ნისთვის;

გ) სი­ცოც­ხლი­სათ­ვის სა­ში­ში ქი­მი­უ­რი, რა­დი­აქ­ტი­ური და ფეთ­ქე­ბა­დი ნივთიერებების გაუვ­ნე­ბელ­ყოფისთვის, რი­თაც თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი.

2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – ჯვრის ცენტრში მო­თავ­სე­ბუ­ლია წმინ­და ნი­ნოს ჯვრის რელიეფური ფიგუ­რა;

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „წმ. ნინო. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „სი­ცოც­ხლის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილდოებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.


–––––––––––––––––––––

                                                                                                       დანართი 9

მედალი

„სამშვიდობო

ოპერაციებში მონაწილეობისათვის“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის“ აჯილ­დო­ე­ბენ საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისთვის.

2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – არ­წი­ვი მკერ­დზე რა­ინ­დის ფა­რით, ფარ­ზე – გორ­გას­ლი­ან-დავითია­ნი ჯვა­რი, არ­წი­ვის თავ­ზე­ვით – რვა­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი (ღვთის­მშობ­ლის ვარ­სკვლა­ვი);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „სამშვიდობო ოპერაცია. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის“ სამ­ხედ­რო მოსამსახუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.


 დანართი №10

 

მედალი

„გენერალი მაზნიაშვილი“

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით „გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი“ აჯილ­დო­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძა­ლე­ბის გაერთიანებული შტა­ბისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მმართველობისა და შტაბების ოფიც­რებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძალების სა­ხე­ო­ბე­ბის მმართვე­ლო­ბი­სა და შტა­ბე­ბის ოფიც­რებს, ბრი­გა­დე­ბი­სა და ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის (დივიზიონების, ეს­კად­რი­ლი­ე­ბის) მმარ­თვე­ლო­ბი­სა და შტა­ბე­ბის ოფიც­რებს, წარ­მა­ტებუ­ლი სამხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სწავლე­ბე­ბის და­გეგ­მვი­სა და მართვი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­ღა­ლი პროფესიონალიზმისათ­ვის.

2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

ა) ავერსი – გე­ნე­რალ მაზნიაშვილის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი რელიეფური პორ­ტრე­ტი (პრო­ფი­ლი);

ბ) რევერსი – რელიეფური წარწერა „გენერალი მაზნიაშვილი. საქართველო“.

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედ­ლით „გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს საქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

 

 

 

დანართი 11

უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე.

2. მედლები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

3. პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვე-ვაში, მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არა უმეტეს 5 მედლისა:

 

ა) უწყებრივი მედლების ტარების წესი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ) 9 მედალი

 

 

 

გ) 8 მედალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ) 7 მედალი

 

ე) 6 მედალი

 

 

 

 

ვ) 5 მედალი

 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების თამასები, ფორმის კიტელსა და ქურთუკზე მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე.

 5. თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

 6. პირველი თამასა მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში თამასები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არა უმეტეს 5 თამასისა.

 

 

ა) უწყებრივი მედლების თამასების ტარების წესი

 

ბ) 9 თამასა

 

 

გ) 8 თამასა

 

დ) 7 თამასა

 

ე) 6 თამასა

 

ვ) 5 თამასა