დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016274 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59 , მუხ. 675) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ:
1. №6 დანართს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მედლით „საბრძოლო იარისათვის“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ერთობლივი სამხედრო ოპერაციების შესრულებისას მიღებული ჭრილობების ან სხვა დაზიანებებისათვის.“.
2. №9 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისთვის.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები