დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110518001, 18/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016052 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №364
2011 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებით (სსმ, 18.04.2008, №59 მუხ. 675) დამტკიცებულ:
1. №5 დანართს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომლებთაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”.
2. №7 დანართს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „გენერალი კვინიტაძე“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომლებთაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”.
3. №9 დანართს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით ’’სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის” შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის.”.
4. №10 დანართს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომლებთაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები