,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.026.016235
16
06/03/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
010330000.22.026.016235
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი1) მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ (დანართი №91);”.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №91, თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



დანართი №91

მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’

 

                                     

 

 

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედ­ლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ აჯილ­დო­ე­ბენ საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის.       

2. მასალა _ ლითონი ოქროს შეფერილობით.

 3. მედ­ლის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა:

 ა) ავერსი – ცენტრში გამოსახულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ემბლემა, ირგვლივ გამოსახულია მუხის ფოთლების გვირგვინი, რომლის ცენტრში, მედალიონის ქვემოთ  არის წარწერა ინგლისურ ენაზე ,,ISAF’’, ზედა მხარეს კი წარწერა ქართულ ენაზე ,,ძალა ერთობაშია’’.

ბ) რევერსი _ მედალიონის უკანა მხარეს, ცენტრში გამოსახულია ქართული წარწერა ,,ავღანეთში ღირსეული სამსახურისათვის’’. მედალიონის ქვემოთ ამოტვიფრულია ავღანეთის ტერიტორიის, ხოლო ზედა მხარეს - საქართველოს ტერიტორიის კონტურები. ამასთან, რევერსზე არის წარწერა ქართულ ენაზე ,,საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭრი ძალები’’, რომელიც დაგვირგვინებულია შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

          

  4. მედლის ლენტი:  

  ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად.

  ბ) რევერსი _ მეტალის ფირფიტა ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

 5. მედ­ლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ სამ­ხედ­რო მოსამსახუ­რე­ებს აჯილ­დო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

 6. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გადაწყვეტილებით მედ­ლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების  ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის.