სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 09/08/2006
დოკუმენტის ტიპი სხვა ადმინისტრაციული ორგანო
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 16/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.071
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
423
09/08/2006
სსმ, 109, 16/08/2006
140.080.000.40.036.009.071
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/08/2006 - 23/03/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.36.009.071

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსის ბრძანება №423

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IV1 თავისა და საქარ­თველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომ­ბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ პირველი თავის მე-2 პუნქტისა და X თავის მოთხოვნათა შესრუ­ლების მიზნით, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატა­რე­ბისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერ­თა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ სა­ხელ­მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2002 წლის 23 აპრილის №8 ბრძანება (სსმ III, №43, 8.05.2002 წ., დოკ. №406; სარეგ. №010.340.000.12. 222.005.256).

3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგი­ლეებ­სა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევა­ლოს სამსახურის უფროსის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორს მ. თურმანიძეს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

სახელმწიფო დაცვის   გენერალ-მაიორი    ო. ქველიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საა­ტესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დე­­­ბუ­ლება) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბა­მისად, განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსა­ხურში (შემდგომში – სამსახური) ატესტაციის ჩატა­რების პირობებს და საატესტაციო კომისიის საქმია­ნობის წესს, კვალიფიციური კადრების შერჩევისა და თანამდებობათა სწორი განაწილების უზრუნველ­ყოფის მიზნით.

2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა მოსამსახურის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდე­ბობასთან და შემდგომი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწი­ნაურებელი საკადრო რეზერვი.

    მუხლი 2. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლები

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) კადრის მოსამსახურე (შემდომში – ოფიცერი) სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდე­ბობ­რივი დაწინაურებისთვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებო­ბაზე დანიშნული პირი;

ბ)ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება გან­საზ­ღვრუ­ლი ვადით;

გ) მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქ­ტო-პროფესიულ სამსახურს;

დ) საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირები.

თავი II

საატესტაციო კომისია

    მუხლი 3. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები

1. ოფიცერთა ატესტაცია ხორციელდება სამსახუ­რის საატესტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენ­ლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენ­ლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული ნიშნით შერჩეული სპეციალისტები.

2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. სამსახურის უფროსი:

ა) განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის წევრთა შემადგენლობას და რაოდენობას;

ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს;

გ) განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის შემადგენ­ლობას, ნიშნავს მის თავმჯდომარესა და წევრებს.

დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შემადგენ­ლო­ბაში სპეციალისტების მოწვევის შესახებ;

4. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შო­რის;

ბ) უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებას დამ­ტკიცებული საატესტაციო ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით;

გ) უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის მიერ საატესტაციო კითხვარის შედგენას დამტკიცებული საატესტაციო პროგრამის ფარგლებში.

    მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კო­მი­სიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფ­ლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილე­ბის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ით­ვლება გადამწყვეტად.

4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსა­ხუ­რის კადრების სამმართველო.

5. ატესტაციის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნი­კურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება კადრების სამმართველოს პირადი შემადგენ­ლობიდან.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავე­ბუ­ლი აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

თავი III

ატესტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 5. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვა­ლეო­ბას (ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედ­ვით) ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატეს­ტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

    მუხლი 6. ატესტაციის მომზადება

1. სამსახურის კადრების სამმართველოში, ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.

2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის­წინებულია:

ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება;

ბ) გრაფიკებისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემ­დე­ბარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;

გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და ინსტრუქციის მოთხოვნების გაცნობა;

დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიე­ბები.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, საატეს­ტაციო ფურცლის ატესტაციის ტექსტში (და-ნარ­თი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტა­ნება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახა-სიათება.

    მუხლი 7. ატესტაციის ტექსტის შინაარსი

ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს:

ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვე­ნები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვი­სებები, მათ შორის, განათლებისა და პრო­ფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდე­ბობის შესაბამი­სად;

ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლო­ბის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკი­დებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში;

გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტე­რე­სები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკი­დებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურ­თიერ­თობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.

    მუხლი 8. ატესტაციის ფორმა

1. ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრებით ან ტესტირებით, საატესტაციო პროგრამის ფარგლებ­ში, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი კითხვა­რების მიხედვით.

2. საატესტაციო პროგრამას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 9. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები

კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციე­ბი ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდე­ბობრივი მდგომარეობის შესახებ:

ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად);

გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესა­ხებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერა­ტიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი;

დ)მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებო­ბაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა;

ე) სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (რომელი ნორმა­ტიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსა­კუთრებული მდგომარეობის დროს).

    მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე

საატესტაციო კომისიის სხდომაზე მოსამსახურეთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა­ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანე­ლის თანდასწრებით.

თავი IV

ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

    მუხლი 11. კომისიის სხდომის ოქმი

1. თითოეულ მოსამსახურეზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, საატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქ­მში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. სატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშ­ნება ატესტაციაზე გასული ოფიცრისათის მიცემული კითხვები.

    მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ ოფი­ცერს ეცნობება ატესტაციის დამთავრების შემდეგ ათი დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურ­ცელს და კომისიის სხდომის ოქმს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი ინახება კადრების სამმართველოში (სამსახურში მოქმედი სამართლებ­რივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად).

    მუხლი 13. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ კადრე­ბის სამმართველოს მიერ დგება ანგარიში, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს.

    მუხლი 14. ატესტაციის შედეგები

სამსახურის უფროსი, კომისიის დასკვნის საფუძ­ველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატო­ვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფ­ლების შესახებ.

თავი V

დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

    მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია

1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით მოსამ­სახუ­რეთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენ­ლობას (თავმჯდომარე და წევრები) და რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ უნდა იყვნენ საატეს­ტა­ციო კომისიის წევრები.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფ­ნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. მოსამსახურეებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმარ­თვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხი­ლება ამავე ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესა­ხებ ეცნობება საატესტაციო კომისიას და განმცხა­დებელს.

5. საპრეტენზიო კომისიას პასუხები ბარდება წე­რი­ლობით.

6. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. საპრე­ტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრვლესობით. ხმების თანაბ­რად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორ­მდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრე­ტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასა და საატესტაციო კომისიის დასკვნას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საპრეტენზიო კომისიის დასკვნა.

    მუხლი 16. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება

1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებო­ბიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, მოსამსახურეს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

საიდუმლო

(შევსების შემდეგ)

დანართი №1

საატესტაციო ფურცელი

20 _______ წლის   „______ ”  __________________ დან   20______ წლის  „______ ” _______________  მდე

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)

დაბადების წელი, თვე, რიცხვი  _____________________________________________________________

საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი __________________________________ 

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი    ________________________________  

დაკავებულ თანამდებობაზეა    _________________დან, მანამდე,_________________________ დან იყო

____________________________________________________________________თანამდებობაზე

პირველადი სპეც. წოდება___________________________მიენიჭა _________წლის _________________

                                                                                                                                                                                 (თვე, რიცხვი)

№ __________ ბრძანებით, ამჟამინდელი სპეც. წოდება  მიენიჭა  __________________________________

                                                                                                                                 (წელი, თვე, რიცხვი)   

განათლება ________________________________________________________________________________

ა) სამოქალაქო

____________________________________________________________________________________________

(როდის და რა დაამთავრა)

ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები)  ________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))

ბოლო 20 ____ წლის    ________________                     ატესტაციის დასკვნა  ___________________

                                                            (თვე, რიცხვი)

I. ატესტაციის ტექსტი

დასკვნა ატესტაციაზე  ____________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

ატესტაცია შეადგინა     

____________________________________________________________________________________________

                                                                (თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)

20 _________წლის   „   ________________________________ ” 

                                                                        (თვე, რიცხვი)

                                                                                      ____________________________________

                                                                                                         (ხელმოწერა)

II. უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

კომისიის მდივანი  _________________________________________________________________________

                                                                                            (სპეციალური  წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

20  ______ წლის „  ______________ ”                                         _________________________                        

                                              (თვე, რიცხვი)                                                                           (ხელმოწერა)

ატესტაციის ტექსტს და დასკნას გავეცანი     _________________________          ____________________

                                                                                                                       (სახელი, გვარი)                                       (ხელმოწერა)

____________________________________________________________________________________________

(ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)

20  ___________წლის „  ____________”                          ____________________________                                                                 

                                            (თვე, რიცხვი)                                                 (ხელის მოწერა)

დანართი №2

საატესტაციო კომისიის სხდომის

ოქმი  №

____________________________________________________________________________________________

(სახელმწიფო უწყების დასახელება)

____________________________________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარე   ___________________________________________________________________

                                                                                                 (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

______________________________________________________________________________________________________________

კომისიის წევრები  _________________________________________________________________________

                                                                                              (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

კომისიის მდივანი ____________________________________________________________________________

                                                                          (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

           (მდივანი წერს, თუ ვისზე განიხილა ატესტაცია თანამდებობა წოდება, გვარი, სახელი)

______________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(მდივნის მიერ იწერება ოფიცრის უშუალო უფროსის წოდება, გვარი, სახელი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას)

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(მდივნის მიერ იწერება საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი)

კომისიის თავმჯდომარე  ___________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   _____________________________________________________

საატესტაციო კომისიის წევრები:  _____________________________________________________

                                                              _____________________________________________________

                                                              _____________________________________________________

საატესტაციო კომისიის მდივანი:    _____________________________________________________ 

„______”    __________________ 20 ____ წ.               ოქმს გავეცანი: __________________________

                                                                       „_____”    _______________________ 20 _________ წ.