„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17574
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016033
17574
28/07/2014
ვებგვერდი, 31/07/2014
140080000.42.047.016033
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №17574

2014 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში (სსმ III, 16.08.2006 წ., №109, მუხ.1494) და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IV1 თავის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დამტკიცდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა. თანამშრომელი, რომელიც წარდგენილია თანამდებობრივი დაწინაურებისთვის, ვალდებულია სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში ატესტაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გაიაროს ფსიქოლოგიური შემოწმება.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს „31“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: 

„31.   სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო შემოწმების ჩატარებიდან ორ სამუშაო დღეში ფსიქოლოგიური შემოწმების შესახებ დასკვნას თანამშრომლის პირად საქმეში განთავსების მიზნით  უგზავნის კადრების მთავარ სამმართველოს.“.

მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსითეიმურაზ მღებრიშვილი