„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 15784
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016064
15784
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
140080000.42.047.016064
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება  №15784

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებით (სარეგ.№140.080.000.40.036.009.071, 16.08.2006წ.) დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის  ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) შესაბამისი ქვედანაყოფების ჩართულობით.

5. საატესტაციო კომისიის საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობიდან.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის  მთავარ სამმართველოში, ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.“.

3. მე-12 და მე-13  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის შესახებ კომისიის დასკვნა იწერება ატესტაციის ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. ატესტაციის შედეგის შესახებ ოფიცერს ეცნობება დასკვნის შედგენიდან 2 დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი სამსახურში დადგენილი საქმისწარმოების წესების შესაბამისად ინახება სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარ სამმართველოში.

მუხლი 13. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგებზე სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო ადგენს ანგარიშს, რომელსაც საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსს წარუდგენს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში.“.  

მუხლი 2
  ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე