„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40279
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 26/10/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016046
40279
26/10/2016
ვებგვერდი, 28/10/2016
140080000.42.047.016046
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №40279

2016 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში (სსმ, 109, 16/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140.080.000.40.036.009.071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება  განსაზღვრული  ვადით, გარდა 3 წელზე მეტი ვადით მიღებისა  ან/და  ამ მუხლის  პირველი  პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული  შემთხვევისა.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს საატესტატო კომისიის მიერ  საატესტაციო პროგრამის და საატესტაციო კითხვარის  შედგნას და სამსახურის უფროსთან დასამტკიცებლად წარდგენას;“.

3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“,  „ე” და „ვ”  ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„დ) საატესტაციო პროგრამისა და საატესტაციო კითხვარის შესადგენად, საჭიროების მიხედვით,  წარუდგენს  წინადადებებს სამსახურის უფროსს  სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის თაობაზე, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და სახელმძღვანელო მასალის გამოთხოვას  სამსახურის სტუქტურული დანაყოფებიდან;“;

ე) იღებს ზომებს კითხვარების და კითხვარებზე პასუხების კონფიდენციალურობის დასაცავად;

ვ) უზრუნველყოფს  საიდუმლოების სარეჟიმო მოთხოვნების დაცვას,  გამოთხოვილი მასალების  სამსახურის შესაბამისი დანაყოფებისთვის დაბრუნებას.“.

4. მე-3 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. საატესატაციო კომისია უფლებამოსილია განიხილოს და განსაზღვროს  საატესტაციო პროგრამისა და მოსამსახურეთა პროფესიული  მომზადება-გადამზადების ან/და  სხვა საკვალიფიკაციო კურსების  პროგრამების არსებითი, თემატური თავსებადობა. ამგვარი თავსებადობის არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე, რომელსაც აღნიშნული კურსი გავლილი აქვს დადებითი შეფასებით, ატესტაციას დაექვემდებარება მომდევნო წელს, მაგრამ არაუადრეს კურსის გავლიდან  6 (ექვსი) თვისა.  ამ მიზნით:

ა) შესაბამისი კატეგორიის პირთა შესახებ საატესტაციო კომისიას ინფორმაციას აწვდის კადრების მთავარი სამმართველო;

ბ) საატესტაციო კომისია  დანაყოფებიდან გამოითხოვს შესაბამის პროგრამებს ან/და რეკომენდაციებს პროგრამების თავსებადობის შეფასების მიზნით.“.

5. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი  კვირისა.“;

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე