,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 23/03/2009
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 25/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.012.925
  • Word
161
23/03/2009
სსმ, 36, 25/03/2009
140.080.000.42.047.012.925
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.012.925

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

უფროსის ბრძანება №161

2009 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ მე-8 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსა-ხურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებით (სსმ III, 16.08.2006 წ., №109, მუხ. 1494) დამტკიცებულ ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის მიერ საატესტაციო კითხვარის შედგენას საატესტაციო პროგრამის ფარგლებში;“.

2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ატესტაციის მომზადება

1. სამსახურის კადრების სამმართველოში ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.

2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის-წინებულია:

ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება;

ბ) გრაფიკებისა და ამ დებულების მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;

გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და დებულების მოთხოვნების გაცნობა;

დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებები.

3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს, ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

4. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საატესტაციო ფურცელში (დანართი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტანება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახასიათება.“.

3. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ატესტაციის ჩატარების ფორმას, სატესტო მეთოდიკას და თემატიკას განსაზღვრავს საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით;“.

4. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე

საატესტაციო კომისიის სხდომაზე ოფიცერთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა-ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.“.

5. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თითოეულ ოფიცერზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, სატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.“.

6. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის შესახებ კომისიის დასკვნა დგება ატესტაციის ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ ოფიცერს ეცნობება ატესტაციის შედეგზე დასკვნის შევსებიდან 2 დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი ინახება კადრების სამმართველოში (სამსახურში მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად);“.

7. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგებზე, სამსახურის კადრების სამმართველოს მიერ დგება ანგარიში, რო-მელსაც სამსახურის უფროსს წარუდგენს საატესტაციო კომისია ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირაში;“.

8. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. ატესტაციის შედეგები

1. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატოვების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების, თანამდებობრივი დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.

2. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით;“.

9. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია

1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით, ოფიცერთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები) განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. ოფიცრებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საატესტაციო კომისიას.

5. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.“.

10. დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, ოფიცერს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.“.

11. დებულებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ო. ქველიძე

დანართი 1

საიდუმლო

(შევსების შემდეგ)

საატესტაციო ფურცელი

20 _________ წლის „ ______“ _____________დან 20 _______ წლის „ _____“ ___________ მდე

_________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________

 (სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)

დაბადების წელი, თვე, რიცხვი ____________________________________________________________

საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი _________________________________

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი ________________________________

დაკავებულ თანამდებობაზეა __________ დან, მანამდე, ________________________________დან იყო

___________________________________________________________________________თანამდებობაზე

პირველადი სპეც. წოდება ________________მიენიჭა ___________წლის __________________________

                                                                                                                                                                                     (თვე, რიცხვი)

№ ________________ბრძანებით, ამჟამინდელი სპეც.წოდება მიენიჭა ____________________________

                                                                                                                                                                           (წელი, თვე, რიცხვი)

განათლება _______________________________________________________________________________

ა) სამოქალაქო ____________________________________________________________________________

                                                                                                          (როდის და რა დაამთავრა)

ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები) ________________________________________________________

 _________________________________________________________________________________________

(როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))

ბოლო 20 __________წლის_____________ ატესტაციის დასკვნა_________________________________

                                                                                                                                                                       (თვე, რიცხვი)

I. ოფიცრის დახასიათება

__________________________________________________________________________________________

დახასიათება შეადგინა ____________________________________________________________________

                                                                                                       (თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)

20 ___________წლის___________ „__________________________________ “

                                                                                                          (თვე, რიცხვი)

                                                                                       ______________________________________

                                                                                                                                                         (ხელმოწერა)

II. უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა

______________________________________________________________________________________

III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

კომისიის მდივანი _________________________________________________________________________

                                                                                  (სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

__________________________________________________________________________________________

 20 ___________წლის_____________ ,,___________________________    ________________________

                                                                                                         (თვე, რიცხვი)                                              (ხელმოწერა)

დახასიათებასა და დასკნას გავეცანი ____________________________          ________________________

                                                                                                       (სახელი, გვარი)                                                      (ხელმოწერა)

__________________________________________________________________________________________

                                                              (ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)

20 ________წლის „ ______________________“                                                 _______________________

                                            (თვე, რიცხვი)                                                                                                           (ხელის მოწერა)