„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 01/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.633
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
172
23/05/2006
სსმ, 73, 01/06/2006
120.340.000.22.026.008.633
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/06/2006 - 10/10/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.633

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №172

2006 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს“ თანდართული დებულება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველო (ტექსტში შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4

სამმართველოს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველო“, შტამპი, ლოგო, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II

სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

სამმართველოს ამოცანებია:

ა) შეიარაღებაზე და სამხედრო საქმიანობის კონტროლის სფეროში ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადაპტაციის პროცესში და მოლაპარაკებებში ექსპერტთა მონაწილეობა;

ბ) ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გაცვლითი ინფორმაციების, შეტყობინებების მომზადება, შესაბამისად, დიპლომატიური არხებისა და საერთაშორისო ელექტრონული ქსელით მათი მიღება-დაგზავნა;

გ) ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღება, (პასიური კვოტა) თანხლება და უზრუნველყოფა;

დ) ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში ინსპექციების განხორციელება (აქტიური კვოტა) და სტუმარ-ინსპექტორთა სტატუსით ინსპექციებში განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შეიარაღებაზე მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობა;

ვ) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებისა და სასწავლო დაწესებულებების მომზადება ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღებისათვის, ოფიცრებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარება;

ზ) უცხო ენებისა და სავერიფიკაციო კურსებზე ცენტრის ოფიცრების გაგზავნა;

თ) ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების სავერიფიკაციო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობა.

    მუხლი 6

სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების, „ღია ცის“ ხელშეკრულების, „ვენის 1999 წლის დოკუმენტისა“ და „შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების შესახებ“ დოკუმენტის მოთხოვნათა შესრულება.

თავი III

სამმართველოს ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 8

სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 9

სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 10

სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.

    მუხლი 11

სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 12

სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სამმართველოს საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;

თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;

კ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.

თავი IV

სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

    მუხლი 13

სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):

1. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულების განყოფილება.

2. „ღია ცის“ ხელშეკრულების განყოფილება.

3. „ვენის 1999 წლისა“ და „შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების შესახებ“ დოკუმენტების განყოფილება.

4. ინფორმაციის გაცვლისა და ანალიზის განყოფილება.

    მუხლი 14

სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებია:

1. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულების განყოფილება – ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება. აქტიური და პასიური კვოტების ჩატარება. შეიარაღებაზე ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობა.

2. “ღია ცის“ ხელშეკრულების განყოფილება – „ღია ცის“ ხელშეკრულების თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება. საჰაერო საშუალებებით ინსპექტირება, აქტიური და პასიური კვოტების ჩატარება.

3. „ვენის 1999 წლისა“ და „შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების შესახებ“ დოკუმენტების განყოფილება – „ვენის 1999 წლისა“ და „შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების შესახებ“ ხელშეკრულებების თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების ჩატარება, შეიარაღებაზე ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობა.

4. ინფორმაციის გაცვლისა და ანალიზის განყოფილება – ამუშავებს და აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, აგზავნის ნოტიფიცირებულ მასალებს დიპლომატიური საშუალებებით.

    მუხლი 14

ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 15

ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვეადნაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 16

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.